x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509057
„მიშა უკონტროლო ბაცილას მეძახდა... დაგინგრევთ მაგ წესრიგს!“ – თამარ ჩერგოლეიშვილი
image


თამარ ჩერგოლეიშვილი და მიშა მშვილდაძე ერთმანეთს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ.


"მიშა მეძახდა უკონტროლო ბაცილას. “ბაცილასთვის” რომ დაეჯერებინა, ასეთ სამარცხვინო და ტრაგიკულ დღეში არ იქნებოდა.


ესენი ვირუსს მიწოდებენ - ვადასტურებ, რომ ვარ ჩრდილოვანი პოლიტიკის და პოლიტიკური კორუფციის ვირუსი და ამიტომ ვიბლოკები.



არ შემოუშვათ უკონტროლო ბაცილა, ვირუსი … ვუმტვრიოთ, სახლის დირენი; ნუ დაინანებთ, ექმნენით ცოლ-შვილის ამატირენი.


მოკვეთილ იყო …. ფეხს ვერ მომჭამთ მიშა. დაგინგრევთ მაგ წესრიგს ასე, ან ისე" - წერს ჩერგოლეიშვილი.


ეს სტატუსი ჩერგოლეიშვილმა მიშა მშვილდაძის საპასუხოდ დაწერა სოციალურ ქსელში.


"ყველა, ვინც ტელეკომპანია ფორმულას, როგორც ინსტიტუციას ებრძვის და ჭორებს უვრცელებს - მის რომელიმე დამფუძნებელს კი არა, ან თანამშრომელს (ესეც არავის არ ევასება, მაგრამ არაა საკმარისი) - საკუთრივ ტელევიზიას, როგორც მედიას, ვინც სისტემურად და თანმიმდევრულად გვაშავებს - მათ, რა თქმა უნდა, არავითარ პლატფორმას არ გამოვაყენებინებთ მათი მავნებლური აზრების გასავრცელებლად - ძალიან მარტივი პრინციპია და ყველას ვთხოვ, ან გაითვალისწინოს, ან მერე ნიანგის ცრემლები არ ღვაროს, რომ "უაიმე ბლოკავენ" - არცერთი ცოცხალი ორგანიზმი არ გაიძლიერებს ვირუსს საკუთარი ნებით - ამას ჰქვია თვითგადარჩენის ინსტინქტი - ინსტინქტი(!) და დიახ, დემოკრატია ლობიოობა არ არის" - წერს ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე.


ამ პოსტს მეორე პოსტიც მოჰყვა:


"ამას ერთხელ რომ დაუცდა, ეფლობა და ეფლობა. მორიგი სიყალბე კეზერაშვილის სიყალბის მანქანისგან.


1. ჯერ დავიბლოკე, და შემდეგ დავესხი თავს ფორმულას.


დავიბლოკე იმიტომ, რომ ფორმულას პატრონი, დავით კეზერაშვილი დავადანაშაულე და ახლაც ვადანაშაულებ, ოლიგარქობაში, დიდი ფულის შანტაჟით პოლიტიკური პროცესის მანიპულაციასა და ჩრდილოვან მართვაში და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებაში.


და ვარ მართალი. დღეს ვინც ვერ ხვდებით, ხვალ მიხვდებით. ვინც ხვალ ვერ მიხვდებით, ზეგ მიხვდებით - გარდაუვალია.


ანუ ტყუილია, რომ ტელევიზიაზე თავდასხმის გამო დავიბლოკე - თუმცა, ესეც მაგარი გოიმობა იქნებოდა.


2. “ნიანგის ცრემლებს კი არ ვღვრი” - გამხელთ, იმიტომ რომ სიმართლის თქმისთვის ადამიანების დაბლოკვის, მედია შანტაჟის, მედიაკორუფციის პრაქტიკის დისკრედიტაცია მოვახდინო და ეს კორუმპირებული სტატუს კვო ჩამოვანგრიო.


3. სწორად ხვდებით, რომ პოლიტიკური კორუფციისთვის, ოლიგარქიისთვის, და იმ სიმახინჯისთვის, რაც თქვენ შექმენით, ვირუსი ვარ და გავანადგურებ მაგ მახინჯ სისტემას.


ესაა ჩემი ამოცანა. ამის შემდეგ დავამარცხებთ ბიძინას და წავალთ ევროპისკენ.


4. მადლობა აღიარებისთვის, რომ თქვენი პატრონის შავბნელი ამოცანების საფრთხედ მხედავთ მე და ჩემს აზრებს და აზრებს მიბლოკავთ.


ეს ძალიან დამეხმარება" - წერს ჩერგოლეიშვილი.

0
556
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
556
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0