x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არ სვამენ, არ ეწევიან, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, მაგრამ... – "უმიზეზოდ" სიმსივნით დაავადების 5 შესაძლო მიზეზი

თუ ადამიანი არ სვამს, არ ეწევა და საერთოდ, ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ეს იმის გარანტია ვერ იქნება, რომ ის, მძიმე დაავადებებისგან და განსაკუთრებით, სიმსივნისგან იქნება დაცული. სამწუხაროდ, მას შესაძლებელია, დიდი იმედგაცრუება ელოდეს – სიმსივნე, ერთი შეხედვით, ყველაზე ჯანმრთელ ადამიანებსაც ემართებათ...


image


ცნობილ ონკოლოგს, ვიშალ რაოს ისეთი პაციენტებიც ჰყოლია, რომლებიც სიგარეტს საერთოდ არ ეკარებოდნენ, ვარჯიშობდნენ და მავნე საკვებს (ჩიფსები, ბურგერები და ა. შ.) და სპირტულ სასმელს ერიდებოდნენ, მაგრამ სიმსივნით მაინც დაავადდნენ.

სწორედ ამ პაციენტებს უჩნდებათ ყველაზე ხშირად კითხვა: «რატომ მე?»...

ექიმმა რაომ პირველად რომ მოისმინა პაციენტისგან ეს შეკითხვა, დაიბნა, არ იცოდა, რა ეთქვა. მაგრამ შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა და ჯანმრთელი ადამიანის სიმსივნით დაავადების 5 შესაძლო მიზეზი აღმოაჩინა:


I. დიდი რაოდენობით პესტიციდების შემცველი პროდუქტები.

ჩვეულებრივ, პესტიციდებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწერებისგან დასაცავად იყენებენ ფერმერები. შეიძლება, ცალკე აღებულ პროდუქტში, შხამ-ქიმიკატების რაოდენობა ნორმის ფარგლებში იყოს და ადამიანი მაშინვე არ მოიწამლოს, მაგრამ წლების მანძილზე, ეს ყველაფერი ორგანიზმში ილექება და ბოლოს სიმსივნის სახით ვლინდება.


II. პროდუქტი კონსერვანტებით, რომლებიც მის ხანგრძლივი დროით შენახვას და ვარგისიანობას უზრუნველყოფს.

განსაკუთრებით სახიფათოა სინთეტიკური კონსერვანტები. ნატრიუმის ბენზოატმა და ნატრიუმის ნიტრიტმა, მაგ., შეიძლება კუჭის სიმსივნე გამოიწვიოს.


III. სიმსივნეს გამოწვევა შეუძლია პროდუქტებს, რომლებიც საკვებ საღებავებს შეიცავს.

მაგ., კოკა-კოლა რეალურად მწვანე ფერის არის და მხოლოდ წითელი საღებავის დამატების შემდეგ ხდება მუქი კარამელისფერი.

ამჟამად, კვების მრეწველობაში ძირითადად Red 40, Blue 1 და Yellow 5 საღებავებს იყენებენ, რაც პროდუქტს სახიფათოს ხდის ჯანმრთელობისთვის.


IV. ქუჩაში ნაყიდი საკვები, გარკვეულწილად, ასევე წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის არაჰიგიენურ გარემოში მზადდება.

გარდა ამისა, ასეთ საკვებზე ავტომობილების გამონაბოლქვები, მძიმე მეტალები და ატმოსფეროში არსებული სხვა მავნე ნივთიერებები ილექება.


V. ჯანმრთელობისთვის სახიფათოა პროდუქტების სიაში მოხვდა კალციუმის კარბიდის შემცველი პროდუქტებიც.

აღნიშნული ქიმიური ნივთიერება ხილის და ბოსტნეულის სწრაფად დამწიფებისთვის გამოიყენება. ითვლება, რომ ეს ნივთიერება ძალიან ტოქსიკური და მეტისმეტად სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

გამოდის რომ, მხოლოდ სიგარეტი არ შეიცავს მომაკვდინებელ კანცეროგენებს. ჩვენი ორგანიზმისთვის ხილი და ბოსტნეულიც სახიფათოა, რომ არაფერი ვთქვათ ნახევარფაბრიკატებზე და «ფასტ-ფუდებზე».

გამოსავალი რაშია? უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ პროდუქტის მწარმოებელ კომპანიას, მის რეპუტაციას. პროდუქტები პატარა საფერმერო მეურნეობების მეპატრონეებისგან უნდა შევიძინოთ, ან ხილი და ბოსტნეული თავად უნდა მოვიყვანოთ.

და კიდევ, პროდუქტების შეძენისას, აუცილებლად უნდა წავიკითხოთ მისი შემადგენლობა. ის არ უნდა შეიცავდეს საღებავებს და საკვებ დანამატებს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* უსაფრთხო რუჯი და კოსმეტიკასთან დაკავშირებული მითები

* თუ თავის ტკივილი ხშირად გაწუხებთ... – მკურნალობა წამლების გარეშე

* უცნაური რამეები და სახალისო ფოტოები (V ნაწილი)

* თუ არ იცით მისაღები როგორ მოაწყოთ, ეს რჩევები დაგეხმარებათ - ყველაზე პოპულარული და ტრენდული ფერი ინტერიერის დიზაინში



1
162
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
162
  
2023, 26 ივლისი, 22:56
ცხელი გოგონები გელოდებით ---- www.Xmiss.pw
0 1 1