x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ მოკლეს პუშკინი? "კოკა ყოველთვის არ მოიტანს წყალს" - აი, ამიტომ ანუ დუელების მოყვარული პუშკინი
image
იმაზე არ ვისაუბრებ თუ ვინ იყო პუშკინი, არც იმაზე ზედმეტი სიფიცხე და გაუწონასწორებელი ხასიათი საფრთხის შემცველი რომაა. ამ სტატიაში საუბარი იქნება პუშკინის დუელების სრულ სიაზე, რომელიც პუშკინის სიკვდილით დასრულდა.

1816-წელი, პუშკინი დუელში იწვევს პავლე ჰანიბალს, საკუთარ ბიძას. მიზეზი: პუშკინს ბიძამ ბალის დროს 17 წლის პუშკინს გოგო "აახია". ნათესავების ჩარევის შემდეგ დუელი არ შედგა.

1817-წელი, პუშკინი დუელში იწვევს თავის პეგობარს პეტრე კავერინს. მიზეზი: გავერინის ლექსი დამცინავად მიიჩნია პუშკინმა. მეგობრების ჩარების შედეგად ვითარება განიმუხტა და დუელი არ შედგა.

1819-წელი, პუშკინმა დუელში გამოიწვია პოეტი კონდრატ რილეევი. მიზეზი: რილეევმა ნაღებ საზოგადოებაში პუშკინზე იხუმრა. საერთო საახლობლოს ჩარევით დუელი არ შედგა.

1819-წელი, პუშკინი დუელში გამოიწვია მეგობარმა ვილგელმ კიუხელბეკერმა, რომელმაც პუშკინის მიერ მისთვის დაწერილი ლექსი შეურაცხყოფად ჩათვალა. ვილგელმა ესროლა პუშკინს, მაგრამ ააცილა, პუშკინს საპასუხო გასროლა არ მოუხდენია.


1819-წელი, პუშკინი დუელში იწვევს მოდესტ კორფს, იუსტიციის სამინისტროს ჩინოვნიკს. მიზეზი: პუშკინის მთვალი მსახური აუხირდა კორფის მსახურს, რის გამოც პუშკინის მსახური ცემეს.
დუელი არ შედგა იქ მყოფი საზოგადოების ჩარევის შედეგად.

1819-წელი, პუშკინმა დუელში გამოიწვია მაიორი დენისევიჩი. მიზეზი: პუშკინი გამომწვევად იქცეოდა თეატრში და ყვიროდა, რის გამოც დენისევიჩმა უსაყვედურა.
დუელი არ შედგა საზოგადოების ჩარევის შედეგად.

1820-წელი, პუშკინმა დუელში გამოიწვია ფიოდორ ორლოვი და ალექსი ალექსეევი. მიზეზი: მთვრალი პუშკინი მათ ხელს უშლიდა ბილიარდის თამაშში.
დუელი არ შედგა საზოგადოების ჩარევის გამო.

1821-წელი, პუშკინმა დუელში გამოიწვია ფრანგი ოფიცერი დეგილი. მიზეზი: დღემდე უცნობია.
დუელი ორივე მხარის ჩარევის შემდეგ ჩაიშალა.

1822-წელი, პუშკინმა დუელში გამოიწვია ვიცე-პოლკოვნიკი სემიონ სტაროვი. მიზეზი: ორივეს სურდა მათთვის სასურველი მუსიკა დაეკრა მუსიკოსს კაზინოში, სადაც ორივე პირი აზარტში მყოფი თამაშობდა მსხვილ თანხაზე.
დუელის მონაწილეებმა ერთმანეთს ესროლეს, ორივემ ააცილა ტყვია მოწინააღმდეგეს.

1822-წელი, პუშკინმა დუელში 65 წლის მრჩეველი ივან ლანოვი გამოიწვია. მიზეზი: სადღესასწაულო სადილის დროს მომხდარი კამათი.
დუელი ვერ შდგა საზოგადოების ჩარევის შედეგად.

1922 წელი, პუშკინმა დუელში გამოიწვია დიდგვაროვანი საქმოსანი მოლდაველი ტოდორ ბალში, რომლის სახლშიც ცხოვრობდა მოლდავეთში პუშკინი. მიზეზი: პუშკინმა ჩათვალა, რომ სახლის დიასახლისნა არ გამოიჩინა თავაზიანობა მის მიმართ. დუელი შედგა, მაგრამ ორივე მსროლელმა ააცილა მეტოქეს.

1822-წელი, პუშკინი დუელში იწვევს მემამულე სკარტლ პრუნკულოს. მიზეზი: პრუნკულო სეკუნდატად იყო დუელში, სადაც ასევე სკუნდანტი იყო პუშკინი. მაშინ სეკუნდანტები ვერ შეთანხმდნენ დუელის პირობებსე.
დუელი ვერ შედგა, რადგან საქმეში ჩაერივნენ პუშკინის და პრუნკულოს ახლობლები.

1822 год. Пушкин вызывает на дуэль Северина Потоцкого. Причина: дискуссия за обеденным столом о крепостном праве. Итог: дуэль отменена.

1822-წელი, პუშკინს დუელში იწვევს შტაბს-კაპიტანი (წოდება რუსეთის იმპერიის არმიაში, კაპიტანზე ერთი რანგით დაბლა მდგომი წოდება) რუტკოვსკი. მიზეზი: პუშკინმა დასცინა შტაბს-კაპიტანს და მას მატყუარა უწოდა სეტყვის წონის გამო (რატკოვსკის თქმით შეიძლება სეტყვის მარცვალი 3 ფუნტამდეც კი იყოს) დუელი ვერ შედგა საზოგადოების ჩარევის გამო.

1822-წელი, პუშკინი დუელში გამოიწვია კიშინოველმა ოლიგარქმა ინგლეზმა. მიზეზი: პუშკინი ხელს უფათურებდა ოლიგარქის ცოლს, ბოშა ლუდმილა შეკორას.
დუელი ვერ შედგა საზოგადოების ჩარევის გამო.

1832-წელი, პუშკინი დუელში გამოიწვია გენერალური შტაბის ზემდეგმა ალექსანდრე ზუბოვმა. მიზეზი: ფუშკინმა ბანქოს თამაშისას თაღლითობაში დაიჭირა ზუბობი.
ზუბოვმა ესროლა და ააცილა, პუშკინმა უარი თქვა სროლაზე.

1823-წელი, პუშკინმა დუელში გამოიწვია ახალგაზრდა მწერალი ივან რუსო. მიზეზი: პუშკინი პირადი მოსაზრებით ვერ იტანდა ახალგაზრდა მწერალს.
საზოგადოების ჩარევის შედეგად დუელი არ შედგა.

1826-წელი, პუშკინმა დუელში გამოიწვია ნიკოლოზ ტურგენევი. მიზეზი: ტურგენევი დასცინოდა პუშკინის შემოოქმედებას.
საზოგადოების ჩარევის შედეგად დუელი ვერ შედგა.

1827-წელი, პუშკინი დუელში გამოიწვია არტილერიის ოფიცერმა ვლადიმირ სოლომირსკიმ. მიზეზი: პუშკინი სოლომირსკის თახმლები ქალის მიმართ იჩენდა გადამეტებულ, სექსუალური სახის ინტერესს.
დუელი ვერ შედგა საზოგადოების ჩარევის სედეგად.

1828-წელი, პუშკინი დუელში გამოიწვია განათლების მინისტრმა გოლიცინმა. მიზეზი: პუშკინმა დაწერა უხეში პასქვილი მინისტრის მისამართით.
დუელი საიმპერატორო კარის ჩარევის შედეგად ვერ შედგა.

1828-წელი, პუშკინმა დუელში გამოიწვია პეტერბურგში საფრანგეთის საელჩოს მდივანი ლაგრენე. მიზეზი: ბალზე პუშკინი ეფლირტავებოდა უცნობ გოგონას, რომელიც თან ახლდა ფრანგს.
დუელი საზოგადოების ჩარევის შედეგაც ვერ შედგა.

1829-პუშკინმა დუელში გამოიწვია საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი ხვოსტოვი. მიზეზი: ხვოსტოვმა უკმაყოფილება გამოთქვა პუშკინის პასქვილებზე, სადაც მან ხვოსტოვი ღორს შეადარა.
საზოგადოების და მთავრობის ჩარევის შედეგად დუელი ვერ შედგა.

1836-წელი, პუშკინმა დუელში გამოიწვია თავადი ნიკოლოზ რეპინი. მიზეზი: რეპინს არ მოეწონა პუშკინის ლექსი, რომელიც რეპინზე იყო დაწერილი.
საზოგადოების ჩარევის შედეგად დუელი ვერ შედგა.

1836-წელი, პუშკინმა დუელში გამოიწვია საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი ხლიუსტინი. მიზეზი: ხლიუსტინმა უკმაყოფილება გამოთქვა საჯაროდ პუშკინის ლექსებზე.
დუელი ვერ შედგა საზოგადოების ჩარევის შედეგად.

1836-წელი, პუშკინმა დუელში გამოიწვია ვლადიმირ სოლოგუბი. მიზეზი: სოლოგუბის მიერ პუშკინის მეუღლე ნატალიაზე საუბარი ცუდ კონტექსტში.
დუელი ვერ შედგა საზოგადოების ჩარევის შედეგად.

1836 წელს, პუშკინი ისე მიეჩვია დუელში სხვების გამოწვევას და მერე უკვე საზოგადოების ჩარევის შედეგად დუელის ჩაშლას, რომ ძალზე აგრესიული გახდა, ხშირად თვრებოდა, ჩინოვნიკების, დიდებულების თუ ოფიცრების თანხმლებ ქალებს ხელის ფათურს უწყებდა. თუმცა სიტუაციის გამწვავებას ყველა ერიდებოდა ცნობილ პოეტთან, რამაც პოეტი კიდევ უფრო აგრესიული და საზოგადოებაში მიუღებელი გახდა მისი ქცევების გამო. შესაძლოა სწორედ საზოგადოების ხშირმა ჩარევამ და დუელების გაუქმებამ მასში გააღვიძა მანამდე მიძინებული დაუსჯელობის სინდრომი.

1836-წელი, პუშკინმა დუელში გამოიწვია ფრანგი ოფიცერი ჟორჟ დანტესი. მიზეზი: ანონიმური წერილი, რომლის მიხედვითაც პუშკინს ცოლი ღალატობდა დანტესთან.
1837 —წლის იანვარში შედგა დუელი პუშკინსა და დანტესს შორის, დანტესმა პუშკინი გასროლის შედეგად მოკლა.

image



0
266
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
266