x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"არახამიას სიტყვებით დასტურდება,რომ 2022 წელს უკრაინა იყო ერთ-ერთი ვინც საბოტაჟს უწევდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას"-ზაალ ანჯაფარიძე
image

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმით, „თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი „ქართული ოცნების“ მთავრობაა“.


„დავით არახამია-ბრაუნის სიტყვები, რომ თითქოს რუსული გავლენის ქვეშ მყოფი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, საქართველოს ევროინტეგრაცია არ უწერია, ადასტურებს ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ 2022 წელს უკრაინა იყო ერთ-ერთი ვინც საბოტაჟს უწევდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას, “ - წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუკზე.



არახამიას განცხადებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ექსპერტი ნინო ფოჩხუაც:


„თვითონ ვისი გავლენის ქვეშ არის, ამას რატომ არ წერს ეს უსამშობლო არარაობა. ყველაფერი წინ აქვს არახამიას, დიდი ფულის სანაცვლოდ ხელს რომ მოაწერ იმ ქვეყნის, სადაც ცხოვრობს შენი მრავალშვილიანი ოჯახი, მიწასთან გასწორებას, უდანაშაულო ხალხის ხოცვას და მილიონობით დევნილის გახიზვნას, ისტორია არ გაპატიებს. დღეს რომ მას და მის დაჯგუფებას იმის დრო აქვს საქართველოსთვის მოიცალოს, წარმომიდგენია უპატრონოდ დარჩენილ უკრაინაში რა ხდება“, - წერს ნინო ფოჩხუა.


1
96
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
96
  
2023, 20 ივლისი, 17:53
იმედია ამას ისკანდერი მოხვდება თავში. ნაღდად არ დამენანება.
0 1 1