x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყირიმის ნახევარკუნძული, ადგილი სადაც მსოფლიოში უდიდესი მონათვაჭრობის ცენტრი იყო
image
ერღერთი ყველაზე დიდხანს მოქმედი და ნაკლებად ცნობილი მონათვაჭრობის ცენტრი გახლდათ ყირიმის სახანოში, ისლამურ სახელმწიფოში, რომელიც ოსმალეთის იმპერიის ვასალი გახლდათ.


1449 წლიდან 1783 წლამდ მოქმედი ყირიმის სახანო გახლდათ გიგანტური ცენტრი, საიდანაც მონები მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან იგავნებოდა სხვადასხვა ქვეყანაში.


მონებს შორის სლავები ჭარბობდნენ, ყირიმში მონათვაჭრობით ევროპელი მისიონერებიც კი "ითბობდნენ" ხელს.

ყირიმელი თათრები და ნოღაელები(თურქული ეთნოსი) არიან პასუხისმგებელი იმ უზარმაზარ ტრაგედიაზე და საშინელებაზე, რაც ხდებოდა მაშინ ყირიმის თათრების სახანოში. ის პერიოდი იყო მონათვაჭრობის ისტორიაში ალბათ ყველაზე სასტიკი პერიოდი, თუმცა აქამდე ამაზე ნაკლებად იყო მაინც ინფორმაცია ცნობილი.

image
მთავარი მონათა ბაზარი განთავსებული იყო ქალაქ კაფაში (დღევანდელი ფეოდოსია). მონათვაჭრობას აქ სათავე დაუდო იტალიელებმა გენუელების პერიოდში, როცა გენუელები მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მაღალგანვითარებული გემთმშენებლები და მეკობრები იყვნენ.



იტალიელების წამოწყებული სარფიანი "ბიზნესი" ოსმალებმა გააგრძელეს, როცა ეს ქალაქი დაიპყრეს 1475 წელს. თურქებმა ქალაქს სახელი შეუცვალეს და კეფე დაარქვეს იგივე ქუჩუკ ისტანმბული.


სლავი მონები აქ მოყავდათ ხომალდებით და სახმლეთო გზით.
. ოსმალეთის იმპერიის დიდვეზირი იბრაგიმ ფაშა მხარს უჭერდა ამგვარ საქმიანობას, დიდვეზირმა ამ საქმიანობიდან 2 წლის განმავლობაში პირად მოგებად მიიღო 30 000 ოქროს დუკატი. აქ გაყიდული სლავი მონების დიდი ნაწილი ხვდებოდა ოსმალეთის იმპერიის ჯარისკაცები, ცნობილია რამდენიმე ფაქტი, როცა სლავებმა ბრძოლებში გაითქვეს სახელი და სამხედრო იერარქიასი, საკმაოდ მაღალ საფეხურამდე ავიდნენ.

მონბის დიდი ნაწილი კი მონები ხდებოდნენ დიდგვაროვანი ოსმალების მამულებში ან უბრალო მეღვაურებად უწევდათ მუშაობა ოსმალურ ხომალდებზე., საუბარია მამაკაც მონებზე.


მათ სიკვდილამდე თავისუფლებას არავინ აღირსებდა, მძიმე შრომა ადრეულ ასაკშივე უღებდა ბოლოს მონებს.


ტყვედ აყვანილ ქალებს კი სულ სხვა ბედი ელოდა: ან დიდგვაროვნის ან სულაც სულთნის ჰარამხანაში ხვდებოდნენ, რაც მონობას ნამდვილად ჯობდა, რადგან კარგ პირობებში უწევდათ ცხოვრება (თავისუფლების გარეშე ცხოვრებასაც ცხოვრება თუ შეიძლება, რომ ეწოდოს).

ყირიმიდან ხომალდებს სხვადასხვა მიმართულებით მიყავდა ქალები, გზაში მათ ამოწმებდნენ სულთნის წარმომადგენლები და ყველაზე ლამაზი ქალები მასთან მიყავდათ. დანარჩენი ლამაზი ქალები კი გასაყიდად მიყავდათ ევრაზიის ისლამურ სახელმწიფოებში გასაყიდად, თუმცა ხშირად ყირიმშივე ყიდულობდნენ მათ კათოლიკე მისიონერები და საკუთარ სამშობლოში აგზავნიდნენ გასაყიდად, რაშიც მოგებას ნახულობდნენ.

imageimageimage
ისეც ხდებოდა როცა ჯიუტ მონებს თავს ქათამივით აგდებინებდნენ და სხვების დასაშინებლად სარზე წამოცმულს ტოვებდნენ დიდხანს.


დაახლოებით 3 მილიონი იქნა ტყვედ აყვანილი სხვადასხვა ქვეყანაში, ეს ადამიანები ხვდებოდნენ ყირიმში, სადაც ზემოთაღნიშნულ ქალაქში ხდებოდა მათი გადარჩევა და გაყიდვა.

1522 წელს კაფში გაყიდულ იქნა დასავლეთ უკრაინის პატარა ქალაქ როგატკინის მამაო გავრილ ლისოვსკის მოზარდი გოგონა, ანასტასია გავრილის ასული ლისოვსკაია 1 წლის მდეგ სტამბულში გახდა ოსმალეთის იმპერიის სულთნის უპირველესი და გავლენიანი ცოლი, საუბარია ოსმალეთის ცნობილ სულთანზე სულეიმან "დიდზე".




0
143
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
143