x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
მამის და მწვრთვნელის მიერ 16 წლის გოგონას მიმართ ჩადენილმა ქმედებამ არნახული აგრესია გამოიწვია ჩოგბურთის სამყაროში
image
"US Open-2022"-ის ტურნირში საკვალიფიკაციო, საფინალო შეხვედრაში გაიმარჯვა 16 წლის ჩხმა ჩოგბურთელმა გოგონამ და "დიდი მუზარადის" დიდ ბადეში მოხვედრისათვის საჭირო საკვალიფიკაციო ქულებიც მიიღო.


ფაქტი თავისთავად მისაღები და მისასალმებელია, მაგრამ სარა ბაილეკის გამარჯვებას მოჰყვა ქმედებები, რამაც ჩოგბურთის სამყაროს წარმოუდგენელი აგრესია და აღშფოთება მოჰყვა.

აგრესია და აღშფოთება კი გამოიწვია სარას გამარჯვების მიერ გოგონას მამის და პირადი მწვრთვნელის მოქმედებამ, რომელმაც ჯერ კორტების ტრიბუნებზე გამოიწვია აღშფოთება, შემდეგ კი ტურნირის ორგანიზატორებში.


გოგონამ ტრიბუნების ბარიერთან მიირბინა, სადაც მამა და მწვრთვნელი ელოდებოდნენ, გოგონა მამას ჩაეხუტა, მამამ ჯერ ზურგზე მოუთათუნა ხელები, მერე კი საჯდომზე, თან შვილს ტუჩებში აკოცა, გოგონამ მწვრთვნელისკენ გადაინაცვლა, სადაც მწვრთვნელმაც 116 წლის გოგონას საჯდომზე მოუთათუნა ხელები.

აღშფოთებული მაყურებლები გულისწრომას ვერ მალავდნენ, აღშფოთება ვერ დამალა ტურნირის ორგანიზატორებმაც, ერთი სიტყვით ეგრევე აგორდა სკანდალი.

"ეს ამაზრზენია", ეს აღმაშფოთებელია, ეს სექსიზმია არასრულწლოვანთან მიმართებით, ეს საზიზღარი ქმედებაა,



"არ ვიცი რაა ჩეხეთში მისაღები და რაა მიუღბელი, მაგრამ ის რაც ვიხილეთ აქ მიუღებელია ნორმალური საზოგადოებისათვის"-ასეთი კომენტარებით გამოეხმაურნენ ჩოგბურთის გულშემატკივრები გოგონას მიმართ მამის და პირადი მწვრთვნელის მოქმედებას.



თავად სარამ კი განაცხადა: "ჩვენ ვილაპარაკეთ და ჩვენი მხრიდან მსგავსი რამ არ განმეორდება, მაგრამ ის რაც აქ მოხდა ჩეხეთში არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ ჩვენ ამერიკაში ვართ, ამერიკელები კი უცხოელებად და უცხოებად გვთვლიან, რამაც გამოიწვია მათი აგრესია".



სარას თქმით მას და მამას შორის ბავშვობიდან ძალიან თბილი ურთიერთობაა, პირადი მწვრთვნელი კი მისთვის მამასავითაა, "8 წლის ასაკიდან ჩემი მწვრთვნელია ეს ადამიანი, რომელსაც უსაფუძვლოდ სექსუალური სახის ქმედებაში დასდეს ჩემს მიმართ ბრალი გულშემატკივრებმა, ასევე პირადი მასაჟისტია და არ ვიცი რამ გამოიწვია საზოგადოების ასეთი რეაქცია".



სხვისთვის არ ვიცი და ჩემთვის ზოგადად მიუღებელია, როცა დედა ან ბებია ბავშვს ტუჩებში, რომ კოცნის.



შესაბამისად ვეთანხმები და ვემხრობი ამერიკელების აღშფოთებას.

სარა გამარჯვების მერე მამასთან ერთად.
image

არა მგონია თქვენც მოგეწონოთ მამის და პირადი მწვრთვნელის აქციელი არასრულწლოვანი ჩოგბურთელის მიმართ.

არაა მთლად მისაბაძი კადრი მამასა და შვილს შორის.
image
სარა და მისი პირადი მწვრთვნელი.

image


+14


0
348
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
348