x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ბალზაკის" ასაკის ქალები ხშირ შემთხვევაში ფორასაც კი მისცემენ ახალგაზდა გოგონებს, გარეგნობით და ჯანმრთელობით

image
საზოგადოების ნაწილს "ბალზაკის" ასაკის ქალი ხან ახალგაზრდა ქალი ჰგონია, ხან კი ნახევარ საუკუნეს დიდი ხნის წინ გადაცილებული, საპენსიო ასაკს მიღწეული ქალი.
არა და როგორც წესი "ბალზაკის" ასაკის ქალში მოიაზრება მოწიფული ასაკის ქალი, რომელმაც კარგად იცის რაა ცხოვრება და რა უნდა მას ცხოვრებაში და ცხოვრებისაგან.

ასეთი ქალები შესანიშნავად უვლიან თავს, არ არიან ვულგარულები, ჯანმრთელობის დაცვას სათანადოდ ეკიდებიან, იციან ოჯახის ფასი, იციან საზოგადოებაში ქცევის წესები. ხშირად სტუმრობენ სამედიცინო დაწესებულებებს პროფილაქტიკის მიზნით, აქვთ სამსახური და საზოგადოებაში უკავიათ სათანადო ადგილი.

ბუნებრივია ეს ყველაფერი ქვეყნის ცხოვრების დონეზეცაა დამოკიდებული, მე რაც ჩამოვთვალე იმის გაკეთება რიგ ქვეყნებში ქალისათვის ფიზიკურად შეუძლებელია, მაგალითისათვის ავიღოთ სომალი, სადაც ქალი უუფლებოა და სრულიად დაუცველია სახელმწიფოს მხრიდან, არ არსებობს მათთვის ჯანდაცვის მხრივ არანაირი ხელშწყობა.

სამაგიერო განვითარებულ ქვეყნებში "ბალზაკის" ასაკის ქალებს ყოველთვის შეხვდებით სპორტულ დარბაზებში და ფიტნეს კლუბებში, ასევე ჯანდაცვისს მიმართულების კლინიკებში, სადაც პროფილაქტიკის მიზნით სრულ გამოკვლევებს იტარებენ.

ყოველივე ეს კი საზოგადოებაში სუსტი სქესის ჯანმრთელი წარმომადგენლების სიმრავლის მაჩვენებელია.
საბერძნეთში სამხედრო ჰოსპიტალში ქალთა განყოფილების შესასვლელში გაკრული იყო აბრა, სადაც ინგლისურ და ბერძნულ ენებზე იყო წარწერა: "გინდათ ჯანმრთელობა-ივარჯიშეთ, გინდათ დღეგრძელობა-ჩაიტარეთ პროფილაქტიკის მიზნით გამოკვლევები".
მართალია იქ არ იყო მითითებული ასაკი, მაგრამ საბერძნეთის არმიაში დამერწმუნეთ "ბალზაკის" ასაკის სამხედრო ქალების ნაკლებობა ნამდვილად არაა.

ძვირფასო ქალბატონებო, იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, გაიხანგრძლივეთ ცხოვრება და თქვენი სწორი ცხოვრების წესით და ჯანმრთელობით სტიმული მიეცით მომავალ თაობებს.

imageimageimageimageimageimageimage imageimageimageimage











0
449
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
449