x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ღირს თუ არა შემოტმასნილი ტანსაცმლის ქვეშ ბიუსტჰალტერის ტარება? ცნობილები ბიუსტჰალტერის წინააღმდეგ
image ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად იმატა გოგოების რაოდენობამ, რომლებიც ბიუსტჰალტერისგან თავისუფალი ბიუსტით გადაადგილდებოდნენ. თუ ქალების გარკვეული ნაწილი მათ უკმეხად უყურებდა, მამაკაცები აღტაცებული თვალებით აყოლებდნენ თვალებს.
ბიუსტჰალტერის გარეშე ახალგაზრდა გოგონების სიარულს დიდად არ მიესალმებიან ჩვენთან, კავკასიაში სხვა წესებია, სხვა ადათი, მაგრამ გამონაკლისებიც საკმაოდ გამოჩნდნენ, ისეთები, რომლებსაც ნაკლებად ადარდებთ კომპლექსები და მოდი ვთქვათ: ვისი საქმეა გოგონა ბიუსტჰალტერს ატარებს თუ არა.
უცხოეთში ცნობილებს შორის უკვე ლამის ტრენდად იქცა ბიუსტჰალტერის გარეშე გამოჩენა სხვადასხვა ღონისძიებაზე.
ინგრევა სტერეოტიპები და მით უფრო ცნობილებს შორის, ერთერთი მათგანი ვინც "თავისუფლება მისცა ძუძუებს", ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ ენისტონია.

Дженнифер Энистон
არც ჯესიკა ალბა და ჰიზერ გრეჰემი ჩამორჩებიან ამ მხრივ ენისტონს.

Джессика Альба и Хизер Грэхэм
მოდის დიზაინერები აკვირდებიან რა სელებრითების ჩაცმის სტილს უკვე არ იყენებენ სპეციალურ ნაჭერს შემოტმასნილი სტილის ტანსაცმელში, შესაბამისად ტანსაცმლიდან გამოკვეთილად ჩანს ძუძუს კერტები, თუმცა ეს ნაკლებად ადარდებთ მის მტარებლებს.

Рози Хантингтон-Уайтли и Белла Хадид
სხვებს ბიუსტის თავისუფლებაში არც როზი ჰანტიგტონ-უაითლი და ბელა ჰადიდი ჩამორჩებიან ან რატომ უნდა ჩამორჩნენ?
საინტერესო ერთი რამაა, როგორ მოიძებნოს ოქროს შუალედი? ქალმა მოთიმთიმე ბიუსტით უნდა იაროს თუ ბიუსტჰალტერით "დამუხრუჭებული" ბიუსტით?
ერთი აზრი ამ საკითხზე ექიმებსაც არა აქვთ, ისინი თვლიან: თუ ქალს დიდი ბიუსტი აქვს, აუცილებელია მან ატაროს ბიუსტჰალტერი რათა თავიდან აიცილოს დისკომფორტი, გარდა ამისა ასეთ დროს მათი აზრით ბიუსტჰალტერი დაიცავს სარძევე ჯირკვლებს ტრავმებისაგან.
სტილისტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ქალებმა ბიუსტჰალტერი ან მისაკრავი მინი ბიუსტჰალტერი უნდა ატარონ ოფიციალურ და სადღესასწაულო ღონისძიებებზე.

Меган Фокс

მეგან ფოქსი ბიუსტჰალტერის გარეშე.

ერთია ვინ რა რჩევას იძლევა და მეორეა ვინ როგორ იღებს მას, ცნობილები ხშირად იცვლიან ბიუსტის ფორმას, პლასტიკური ქირურგიის და ინპლანტების დახმარებით და ბუნებრივია მათ სულაც არ უნდათ ასეთი ბიუსტის დამალვა.

Селена Гомес и Рианна
სელენა გომესი და რიანა.

Дженнифер Энистон
ერთერთი პირველი ცნობილთა შორის ვინც უარი თქვა ბიუსტჰალტერზე ჯენიფერ ენისტონია.

Ким Кардашьян
კიმ კარდაშიანი უზარმაზარი ზომების მიუხედავად ხშირად ბიუსტჰალტერის გარეშე დადის და სრულ თავისუფლებას ანიჭებს ბიუსტს.

0
1226
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1226