x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უარს ნუ იტყვით ტკბილეულზე, ის ტვინისთვის აუცილებელია – 5 მითი ჯანსაღი კვების შესახებ

როდესაც გვესმის ფრაზა – «ჯანსაღი ცხოვრების წესი», პირველი რაც რაც თავში მოგვდის – ეს შვრიის ფაფაა, საუზმეზე, ლიტრობით წყალი, დღის მანძილზე და რაც ყველაზე უარესია – საყვარელ პროდუქტებზე უარის თქმა არის. რა თქმა უნდა, ასეთი წარმოდგენებით, საკუთარი ცხოვრების შეცვლა, ნამდვილად არავის მოუნდება. მაგრამ, მთელი მსოფლიოს დიეტოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ უარი უნდა ვთქვათ მოძველებულ სტერეოტიპებზე და წესებზე!.. და რომ საჭირო არ არის ორგანიზმის ტანჯვა–წამება.

აქ განხილულია გავრცელებული აზრები, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, რომლებიც სინამდვილეში, სიმართლეს არ შეესაბამება:


I. საერთოდ უარის თქმა ტკბილეულზეimage


გლუკოზა, რომელსაც ტკბილეული შეიცავს, აუცილებელია ადამიანის ტვინის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ამიტომ, შოკოლადის რამდენიმე კუბიკს, ან ტკბილ ხილს, ჩვენი ორგანიზმისთვის, მხოლოდ სარგებლობის მოტანა შეუძლია... ანუ ყველაფერი, ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს.


III. ნუ დააყოლებთ წყალს საკვებსimage


გავრცელებული აზრის თანახმად, საჭმელზე წყლის დაყოლება არ შეიძლება, რადგან ის კუჭის წვენის გაზავებს იწვევს, რაც თავის მხრივ, საკვების მონელების პროცესს აფერხებს და ხელს უშლის.

სინამდვილეში, ამის გაკეთება შეიძლება! ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კერძი მშრალია, – წყლის დაყოლება, აუცილებელიც კი არის! ყური დაუგდეთ საკუთარ ორგანიზმს – მასზე უკეთესად ვერავინ გეტყვით, თუ რა არის მისთვის უკეთესი.


III. მინიმუმ 2 ლ. წყალი დღეშიimage


ადამიანს მართლაც ესაჭიროება სითხე და მისი რაოდენობა: 30 მლ. – 1 კგ–ზე უნდა იყოს. ხოლო, ამ სითხიდან, მხოლოდ 3 ჭიქა უნდა იყოს სუფთა წყალი. დანარჩენი, შეგიძლიათ უშაქრო ჩაით ან ყავით ჩაანაცვლოთ... და საჭირო არ არის, იძულების წესით, წყლის სმა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზედმეტი რაოდენობის წყლის მიღებამ, შესაძლებელია, სხეულის შეშუპება და შინაგანი ორგანოების დაზიანება და ფუნქციების მოშლა გამოიწვიოს.



IV. ახალი ხილი და ბოსტნეული, გაყინულზე უფრო სასარგებლოა
image


გაყინულ პროდუქტებში სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა 70 % ინახება. ხოლო ახალში, მათი დაშლა გამუდმებით ხდება. გარდა ამისა, ხილმა, რომელიც ზამთრისთვის შესანახად აქვთ გადადებული, სასაქონლო სახე რომ არ დაკარგოს, სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერებით ამუშავებენ. ასე, რომ, ზაფხულის გაყინული ხილი უფრო სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე შემოდგომაზე მოკრეფილი და კარგად შენახული პროდუქტი.



V. მაძღრისი საუზმე, რომლის საფუძველი — შვრიის ფაფააimage


ყველა ადამიანს თავისი საკუთარი ბიორიტმი და გაღვიძების შემდეგ, სხვადასხვა საკვებზე აქვს მოთხოვნილება. ამიტომ, ცხელმა ფაფამ, შეიძლება, ახალგაღვიძებულზე, ზიანი მიაყენოს ჩვენს ორგანიზმს. ასე, რომ, უმჯობესი იქნება, თუ საუზმეზე, შედარებით მსუბუქად მივირთმევთ. ხოლო, უფრო ნოყიერ პროდუქტს, სამხრისთვის ან სადილისთვის გადავდებთ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მიწისქვეშა გვირაბები, რომლებიც ერთმანეთთან კონტინენტებს აკავშირებს (ერთი აქვეა, კავკასიაშიც არის)

* "ევას ბეჭედი" – 60 მილიონი წლის არტეფაქტი

* ლამაზები და ტანადები – Miss Tiffany's Universe კონკურსი ტაილანდში (+ ვიდეო)



2
577
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
577
  
2023, 18 ივლისი, 22:37
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 15 ივლისი, 23:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2