x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თუ წონაში დაკლებას აპირებთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

სიმსუქნე და პრობლემები ჭარბ წონასთან – ყველაზე გავრცელებული პრობლემაა თანამედროვე ქალებს შორის, მაგრამ ყველამ არ იცის, თუ როგორ უნდა ებრძოლოს მას სწორად და რით უნდა დაიწყოს ეს ბრძოლა, რომ შედეგი დადებითი იყოს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჰორმონების ექსპერტი სარა გოტფრიდი დარწმუნებულია, რომ ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზი ჰორმონებშია, უფრო ზუსტად, – მათ არასწორედ გამომუშავებაში, რაც თავის მხრივ, ორგანიზმის სხვა ფუნქციების დარღვევას იწვევს. ყოველივე ამის შედეგი კი, – ზედმეტი კილოგრამები, სიმსუქნე და მასთან დაკავშირებული დაავადებები (დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, სახსრების ტკივილი...) არის.


image

imageქალის ორგანიზმში ჰორმონები წამყვან როლს ასრულებენ. სწორედ ამ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე არის დამოკიდებული რეპროდუქციული ფუნქცია, ლიბიდო, წონის მატება, თუ კლება, სიმაღლე, მადა და წარმოიდგინეთ, სუსტი სქესის წარმომადგენლების ცუდ ან კარგ ხასიათზე ყოფნაც კი.

როდესაც ქალის ორგანიზმში ჰორმონალური სისტემა დაბალანსებულია, ჰორმონები წარმატებით უმკლავდებიან მათზე დაკისრებულ ფუნქსიებს, წონასთან დაკავშირებული პრობლემები არ არსებობს, – ამტკიცებს სარა გოტფრიდი. მისი აზრით, ქალების უმრავლესობას, იდეალური და საოცნებო გარეგნობისკენ მიმავალ გზას, სწორედ ჰორმონები უღობავენ.

ექიმი ქალბატონებს რეკომენდაციას აძლევს, რომ გადახედონ თავიაანთ რაციონს და მასში ცვლილებები შეიტანონ ჰომეოსტაზის უზრუნველსაყოფად (მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კარგ ხასიათზეა, კანი შიგნიდან ბზინავს, ხოლო ფრჩხილები და თმა ისე სწრაფად იზრდება, როგორც სოკო, წვიმის შემდეგ).

imageჰორმონალური ფონის დარღვევა ქალის ორგანიზმშიimage

1. კორტიზოლოს მაღალი დონე

imageკორტიზოლისტრესის ჰორმონია, რომლის გამომუშავება თირკმელზედა ჯირჯვლების მიერ ხდება, ნერვული სისტემის დაძაბულობის ფონზე. თუ ამ ჰორმონის დონე ქრონიკულად სცილდება ნორმას, ადამიანს პრობლემები ექმნება წნევასთან და სისხლში შაქრის დონესთან დაკავშირებით.

ორგანიზმში კორტიზოლის მაღალი დონე შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება: ხშირი გაღიზიანება (აგრესია, ბრაზი), პრობლემები ძილთან დაკავშირებით (უძილობა და ძილ-ღვიძილი), პრობლემები მეხსიერებასთან დაკავშირებით (სკლეროზი), მოთხოვნილების გაჩენა მლაშე პროდუქტებზე ან ტკბილეულზე, სექსუალური აქტიურობის დაქვეითება.

სისხლში ამ ჰორმონის დონის შესამცირებლად საჭიროა კვების რაციონში შემავალი პროდუქტების ასორტიმენტის გაფართოება. შეეცადეთ ხშირად მიიღოთ თევზი, ზღვის პროდუქტები და შავი შოკოლადი.image

2. მოჭარბებული ინსულინი

imageინსულინიგანსაკუთრებული ჰორმონია, რომელიც ორგანიზმში გლუკოზის დონის რეგულირებას ახდენს. სისხლში ინსულინის დონის მომატება, დროთა განმავლობაში ჰორმონის რეზისტენტულობას იწვევს: უჯრედი ნაკლებად მგრძნობიარე ხდება, ხოლო გლუკოზის დონე წინადიაბეტურ მდგომარეობამდე ადის. ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ინსულინის არსებობის შემთხვევაში იზრდება მოთხოვნილება ტკბილეულზე, ჩნდება კანკალის შეგრძნება და უმიზეზოდ ნერვიულობა, შფოთვა საკვების მიღების შუალედებში, ფიქსირდება მაღალი წნევა და ქოლესტერინის დაბალი დონე.

რეკომენდებულია რაციონში კომბოსტოს მწნილის ან სხვა ფერმენტირებული ბოსტნეულის ჩართვა.image

3. ტესტოსტერონის მაღალი დონე

imageტესტოსტერონი ჰორმონია, რომელიც გამოუმუშავდება როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს. ის ზეგავლენას ახდენს კუნთების ტონუსზე, ძვლების ზრდაზე და ლიბიდოზე. ამ ჰორმონის მომატებასთან დაკავშირებული პრობლემები ქალების დაახლოებით 30%–ს აღენიშნება. ორგანიზმში ტესტოსტერონის ჭარბი რაოდენობა იწვევს ციკლის დარღვევას, აკნეს, მკერდზე ბეწვის გაჩენას, სახის კანის ცხიმიანობის გაზრდას, პაპილომების გაჩენას, გაღიზიანებადობას, ბრაზს, აგრესიულობას.

სისხლში ამ ჰორმონის დონის შესამცირებლად, ექიმი-ენდოკრინოლოგი რაციონში გოგრით მომზადებული კერძების, გოგრის თესლის და მწვანე პარკოსნების ჩართვის რეკომენდაციას იძლევა.. image

4. ესტროგენის დიდი რაოდენობა

imageესტროგენიქალის ახალგაზრდობის ჰორმონია, რომელიც პასუხისმგებელია სუსტი სქესის მომხიბვლელობაზე(მომრგვალებული თეძოები და მკერდი). ამ ჰორმონის მეტისმეტად ჭარბი რაოდენობა, წონის სწრაფად მომატებას იწვევს, უფრო მგრძნობიარე ხდება ან იზრდება მკერდი, ახასიათებს ხასიათის ხშირი ცვლილება. გარდა ამისა, დამახასიათებელია ჯანმრთელობის პრობლემებიც (ჭარბი წონა, თავისთავად, უკვე პრობლემა არის). მას ახასიათებს: შაკიკი, ძლიერი სისხლდენა ციკლის და მენოპაუზის დროს, შარდის ბუშტის ტკივილი.

ხსენებული პრობლემების მოსაგვარებლად, რაციონში ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტო შეტანა არის საჭირო.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ! 5 რჩევა წონის დასაკლებად (და არანაირი დიეტა!)
* ქერის ბურღულის (პერლოვკის) 3 სახის დიეტა: 5 დღიანი, 7დღიანი და თავისუფალი (+ რეცეპტები)

* «სიბერე ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, ის ავადმყოფობაა...». დღეგრძელობის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან

0
746
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
746
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0