x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მსოფლიოში ყველაზე დიდი შოკოლადის ყუთი 2 ტონაზე მეტს იწონის


მსოფლიოში ყველაზე დიდი შოკოლადის ყუთი


მისურის შტატში, კანზას სიტიში დაამზადეს მსოფლიოში ყველაზე დიდი შოკოლადის ყუთი, რომელიც მარტორქაზე მეტს იწონის.


ყუთი მართლაც გიგანტურია და მისი ზომები ასე გამოუყურება: 9, 27 მ x 4, 69 მ x 0, 47 მ.



2, 547.50 კილოგრამიანი შოკოლადის ყუთი ამერიკულმა საკონდიტრო ბრენდმა Russell Stover-მა დაამზადა, თავისი 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, რითაც მოხსნა წინა რეკორდი.




მსოფლიოში ყველაზე დიდი შოკოლადის ყუთი



ყუთი მოიცავდა 15 ბლოკს განსხვავებული არომატებისა და გემოს შოლოლადებით: კარამელის, ქოქოსის, ხილისა და თხილის, მიწის თხილის, პეკანის, ჟოლოსა და მარწყვის კრემის, ტოფისა და ტრიუფელის. ასევე შოკოლადით დაფარული ნუშის უზარმაზარ განყოფილებას.



რეკორდის საჭირო მინიმალური წონის მისაღწევად, Russell Stover-მა სულ 205 გიგანტური შოკოლადის ნაჭერი გამოიყენა, რომლებიც მისივე ქარხანაში დაამზადეს.



მსოფლიოში ყველაზე დიდი შოკოლადის ყუთი


მსოფლიოში ყველაზე დიდი შოკოლადის ყუთი


მსოფლიოში ყველაზე დიდი შოკოლადის ყუთი




შოკოლადის პატარა ნაჭრები 4, 53 კგ-ს, ხოლო ყველაზე დიდი 16 კგ-ს იწონიდა.



მის დასამზადებლად 20 დიზაინერი, ინჟინერი და ხელოსნთა გუნდი 600 საათზე მეტ ხანს მუშაობდა.



შოკოლადები საჩუქრად გადასცეს თანამშრომლებს და რონისძიებაში მონაწილე პირებს. ყუთი კი Russell Stover-ის ერთ-ერთ საცალო მაღაზიაში გამოფინეს.



მსოფლიოში ყველაზე დიდი შოკოლადის ყუთი





აქამდე Thorntons და Russell Beck Studios-ის მიერ, 2008 წელს ლონდონში გაგაკეთებული შოკოლადის ყუთი მიჩნეოდა ყველაზე დიდად, რომელიც 1690 კგ-ს იწონიდა.







წყარო: Guinness World Records



1
28
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
28
  
2023, 11 ივლისი, 22:56
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1