x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134636
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508828
"ძალიან ამოვიდა ყელში, ვინმე შემომეჭრება, ეტირება დედა"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოფო ნიჟარაძისადმი მიძღვნილ სასიყვარულო პოსტს პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"როგორ მეზარება ამ თემაზე სტატუსის წერა, მაგრამ ძალიან ამოვიდა ყელში. ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს ბოქლომებით დაცული. ვინმე შემომეჭრება, ეტირება დედა. არ ვრეაგირებ არანაირ ჭორზე, ტალახზე, არ განვიხილავ საჯაროდ. გინახავთ ოდესმე აქ ჩემი პირადი გრძნობების გამოფენა? ან შვილის ხსენებაც კი? არა, იმიტომ რომ ასე მესმის მე ჩემი პირადი ცხოვრების დაცვა.


პრეზიდენტი კაცი, საკუთარ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, რომელი ქალი უყვარს ყველაზე ძალიან. მერე დარბიან სექტანტები და პირად ცხოვრებაში ნუ ერევითო, ნუ განიხილავთო. აბა თუ მიხვდებით, რომ ეს პირადი ცხოვრება კიარა, ოფიციალური განცხადებაა. შეგვეშვით კაცო, დაგვანებეთ თავი. გაერკვიეთ თქვენ თვითონ. ოღონდ რაღაცეებზე თუ არ შევთანხმდით და თავისი სახელი არ დავარქვით, ასე აბსურდულ კომედიაში ვიქნებით სულ."- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.


შეგახსნებთ, რომ გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე სასიყვარულო სახის პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მის "დიდ სიყვარულს" სოფო ნიჟარაძეს ეძღვნებოდა:


"ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას"- დაწერა ექს-პრეზიდენტმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.









0
397
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
397