x
image
ქეთი1988
Mediator image
მეამბოხე ვინი ჯონსი- როგორ მოხვდა ფეხბურთის სკანდალური ვარსკვლავი კინოსამყაროში

image

ვინი ჯონსის შესახებ ცნობილი ფილმიდან “ევროტური" ალბათ, ყველამ იცის, ის ასევე განსაკუთრებით უყვარს საკულტო რეჟისორს გაი რიჩის. მაგრამ ყველამ არ იცის, რომ კინოში წარმატებული კარიერის დაწყებამდე ვინი წარმატებული ფეხბურთელი იყო. თუმცა, იმ დროსაც გამოირჩეოდა სკანდალებით, ხშირად ჩხუბობდა, იღებდა ალკოჰოლს და ნარკოტიკებს.

ვინი ოცნებობდა, რომ გამხდარიყო პროფესიონალი ფეხბურთელი და სწავლობდა კიდეც უოტფორდის კლუბის საფეხბურთო აკადემიაში.თუმცა, მისი ფიზიკური მონაცემები არ იყო შესაფერისი ზრდასრულთა კლუბებისთვის. უოტფორდის კლუბში ჯონსი უარყვეს, შემდეგ კი მას სათითაოდ უთხრა გაწევრიანებაზე უარი ინგლისის ყველა პროფესიონალურმა კლუბმა.image

წაგების სერიამ ვინი გატეხა და გადაწყვიტა სპორტი დაეტოვებინა. ბიჭი მუშაობდა სამშენებლო მოედნებზე, სუპერმარკეტში დაცვის თანამშრომელად, ომში მოხალისედ გაწევრიანებასაც კი ცდილობდა, როდესაც დაიწყო კონფლიქტი ბრიტანეთსა და არგენტინას შორის ფოლკლენდის კუნძულების გამო.

საბოლოოდ ჯონსი 1984 წელს მიიწვიეს უილდსტოუნის კლუბში, სადაც მან დაიწყო თავისი მშფოთვარე სპორტული კარიერა. ამ გუნდის შემადგენლობაში ვინიმ მოიგო რამდენიმე სამოყვარულო მატჩი და FA თასი. ახალგაზრდა სპორტსმენის შემდეგი კლუბი იყო შვედური ჰოლმსუნდი. ფეხბურთელი სკანდინავიელებს მოეწონათ.image
ჯონსს ალკოჰოლთან პრობლემები ჰქონდა კარიერის გარიჟრაჟზეც კი. ვინი, რომელიც დაბალი, გამხდარი მოზარდისგან 190 სანტიმეტრიან გორილად გადაიქცა, ხშირად სვამდა და ჩხუბის პროვოცირებას ახდენდა, საიდანაც თითქმის ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. მოედანზეც არ ღალატობდა თავს - მისი თამაშის სტილი 80-იანებისთვისაც უხეში იყო.

კარგი მოთამაშეები, თუნდაც ცუდი ჩვევების მქონენი, მაინც გამოირჩევიან. 1986 წელს ჯონსი სამშობლოში მიიწვიეს უიმბლდონში სათამაშოდ. ვინის ძალიან მოსწონდა ეს კლუბი, რადგან მისი თანაგუნდელები მასთან ახლოს ცხოვრობდნენ. თითქმის ყველა მოთამაშე უბრალო ბიჭები იყვნენ „გარეუბნებიდან“ და პროფესიონალიზმის ნაკლებობა უხეში თამაშით ნაზღაურდებოდა. ჟურნალისტებმა კლუბი უმალვე “გიჟების ბანდად" შერაცხეს, ვინი კი ყველაზე მეტად გამოარჩიეს.image
“არავის უყვარდა ჩვენს წინააღმდეგ წასვლა. დიახ, უხეშები ვიყავით და კარგად ვიყენებდით ფეხებს, ვიცოდით ჩვენი საქმე და მეტოქემ არ იცოდა რა გაეკეთებინა. ჩვენთვის ეს იყო პირველ დივიზიონში გადარჩენის ერთადერთი გზა. ჩემს სადებიუტო სეზონში ბევრი გოლი გავიტანე, ამან საზოგადოებას ჩემი ბინძური თამაშიდან გადაუტანა ყურადღება"- ამბობდა ჯონსი.

ის არა მხოლოდ დაუნდობელ დარტყმებს აკეთებდა, არამედ ურტყამდა მოწინააღმდეგეებს და ხშირად უკვე დაზიანებულებსაც. მის საფეხბურთო კარიერაში ყველაზე უხეში შემთხვევა იყო პოლ გასკოინის შემთხვევა, რომელსაც ვინიმ მატჩის დროს სასქესო ორგანოზე მოუჭირა.image
ვინიმ, რომელიც 80-90-იან წლებში თამაშობდა, სასწაულებრივად მოახერხა დისკვალიფიკაციის თავიდან აცილება, რომელიც დღეს მისთვის გარდაუვალი იქნებოდა. 1988 წელს, როდესაც უიმბლდონმა ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო, პრესა წერდა, რომ თასის მიცემა კლუბისთვის, რომელშიცც თამაშობენ ჯონსისნაირი ნაძირლები, ბრიტანული ფეხბურთის სირცხვილი იქნებოდა.

მაგრამ ხულიგნურ "უიმბლდონში" კი დაიღალნენ ჯონსის საქციელით და 1989 წელს დაემშვიდობნენ მას. ამის შემდეგ ვინიმ ცოტა ხნით ითამაშა ლიდსში, შეფილდში და ჩელსიში, სანამ ისევ მშობლიურმა კლუბმა არ გადაიფიქრა ისევ თავისთან დააბრუნა. ამის შემდეგ ჟურნალისტების ფავორიტმა კიდევ 6 ძალიან პროდუქტიული წელი გაატარა უიმბლდონზე.image
ჯონსს გუნდში მაგარი ტემპერამენტისთვის მეტსახელად "ნაჯახი" შეარქვეს და მეტსახელს არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ცხოვრებაშიც ამართლებდა. ფეხბურთელის უკან ბევრი დანაშაული იყო, დაწყებული ნასვამ მდგომარეობაში ტარებიდან ქუჩაში ჩხუბამდე.

ცხოვრების ამ პერიოდში ჯონსმა პირველად ითამაშა დოკუმენტურ ფილმში. ის და მისნაირი მოთამაშეები კამერის წინ ყვებოდნენ, თუ როგორ არ უნდა მიაყენო ტრავმა მოწინააღმდეგეს და როგორ არ უნდა დასცინო მსაჯებს. უცნობია, რა თანხა მიიღო სკანდალურმა ფეხბურთელმა გადაღებებისთვის, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ ფეხბურთის ასოციაციამ ის ფილმში მონაწილეობისთვის 20 ათასი ევროთი დააჯარიმა.image
90-იანი წლების ბოლოს ჯონსმა ამოწურა თავი სპორტში, მოთხოვნადიც აღარ იყო. სავარაუდოდ, ბარში მცველის ადგილი და ალკოჰოლისგან თანდათან გაქრობა ელოდა, მაგრამ გაი რიჩიმ შენიშნა ქარიზმატული ფეხბურთელი. რეჟისორმა ვინი ფეხბურთის შესახებ ერთ-ერთ გადაცემაში ნახა და მაშინვე მიხვდა, რომ სწორედ ასეთი ტიპი სჭირდებოდა ფილმისთვის.

სპორტსმენი მიიწვიეს ქასთინგზე, სადაც ის პირდაპირ პოლიციის განყოფილებიდან მავიდა, სადაც მორიგი ჩხუბის შემდეგ იმყოფებოდა. ვინი რიჩისთან მივიდა და პირველი როლი შეასრულა ფილმში „კარტი, ფული და ორი ლულა“. ფილმი დაბალბიუჯეტიანი იყო და დიდ წარმატებას არც არავინ ელოდა, მაგრამ სულ სხვაგვარად გამოვიდა - ფილმი საკულტო გახდა და ცნობილი გახადა როგორც რეჟისორი, ისე საკვანძო როლების შემსრულებელი მსახიობები. ვინის არ სჭირდებოდა დიდი მონდომება- მისი გმირი რეკეტერი დიდი კრისი საუბრობდა მისივე ენაზე და იქცეოდა ისევე, როგორც თავად ჯონსი.image

პირველი სურათის წარმატების შემდეგ, გადაიღეს ფილმებში "დიდი კუში", "გატაცება 60 წამში" და "ევროტური". ბევრი თვლის, რომ მსახიობის კარიერაში ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სურათი არის ფილმი "Mean Machine". მასში ჯონსი თამაშობს ფეხბურთელს, რომელიც გისოსებს მიღმა ხვდება.image
ვინი ჯონსს დღემდე 50 -ზე მეტ ფილმსა და სერიალში აქვს მონაწილეობა მიღებლი, ზოგან მისი როლი უმნიშვნელო და რამდენიმეწუთიანია, თუმცა ამავდროულად ყველაზე დასამახსოვრებელიც.

ჯონსი ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ კმაყოფილია თავისი კინოკარიერით, მაგრამ ეს მას ფეხბურთს ვერ შეუცვლის. მსახიობი დარწმუნებულია, რომ თუ მას ახლა შესთავაზებენ დიდ სპორტში დაბრუნებას, როგორც ფეხბურთელს ან მწვრთნელს, ის ყველაფერს მიატოვებს და ისევ მოედანს დაიკავებს.




0
82
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0