x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"წარმოუდგენელი რამ ხდება ჩემს თავს !" -მანიკა ასათიანი

image

ტელეშოუს" ვინ ვინ არის", რომლის ნახვაც მაყურებლებს "იმედზე" შეეძლოთ, მეორე სეზონის გამარჯვებული მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი გახდა, რომელსაც ფასკუნჯის ნიღაბი ჰქონდა მორგებული.


სხვათა შორის ჟურის წევრებს ფასკუნჯი უფრო მამაკაცი ეგონათ.


მანიკა ასათიანმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოქვეყნა.


"წარმოუდგენელი რამ ხდება ჩემს თავს! ამდენი სიყვარული, სითბო, ბედნიერება სად დავიტიო მართლა არ ვიცი. უდიდესი მადლობა ყველას ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის ! ამ ბედნიერი ცრემლით მეტირება მთელი დღეა ყოველ წერილზე და კომენტარზე! ამაზე ძვირფასი მართლა არაფერი არაა ცხოვრებაში, როცა ამდენ ადამიანს უყვარხარ და უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის! ამ პროექტით და ჩემი გამარჯვებით განსაკუთრებულად ჩემი ოჯახის წევრები გავაბედნიერე და ამაზე ყველაზე მეტად მიჩუყდება გული! დანარჩენზე მერე მოგიყვებით, კულისების უამრავი ვიდეო მაქვს და გამოვფენ ყველაფერს, ახლა უბრალოდ ყველასთვის მადლობა მინდოდა გადამეხადა, რადგან საოცრება ხდება მართლა ჩემს თავს! მიყვარხართ!" - წერს მანიკა ასათიანი.
0
313
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0