x
image
თეონა გორდეზიანი
რა ხდებოდა XIX საუკუნის დასაწყისში გიმნაზიებში...

აკაკის თვალით დანახული გიმნაზია...

"გიმნაზიაში რომ შემიყვანეს, გავცეცდი: იმდენი ბავშვი ერთად თავმოყრილი, ჩეს დღეში არ მენახა. მოზრდილები სკამზე იჯდნენ სულგანაბული და ახალმოსწავლე პატარები კი ჯგუფ-ჯგუფად კედლებთან იყვნენ ატუზული. აქ კედელზე ირგვლივ ქარალდის ფიცრები იყო ჩამოკიდებული, ზედ ანბანი და ამოსაღები ეწერა და იმას აკითხებდნენ ყმაწვილებს. ჯგუფს ერთი უფროსი ჰყავდა და ის ასწავლიდა: ხელში ეჭირა წკელა და, შეეშლებოდა თუ არა ბავშვს კითხვა, უცხუნებდა და უცხუნებდა. ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადადიოდნენ და, როცა შემოუვლიდნენ კედლებს, მერე კი ნება ჰქონდათ სხვებთან დამჯარიყვენენ ისინიც სკამზე. ამ ყოფაში იყვნენ სანამ კითხვას ისწავლიდნენ. უნდებოდნენ ზოგჯერ წელიწადზე მეტს. წარმოიდგინეთ 7-8 წლის ბავშვი დილის შვიდი საატიდან ნაშუადღევის ორ საათამდე მშიერ-მწყურვალი და მაშინ იგრძნობთ თუ რა ტანჯვაში იყვნენ საწყლები, ზოგს გული ეყრებოდა, ზოგს თავბრუ ეხვეოდა და ეცემოდნენ ძირს, მაგრამ ყურადღებასაც არავინ აქცევდა. "

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0