x
image
თეონა გორდეზიანი
რატომ არის მოზაიკა საბაზო სათამაშო 1 წლიდან?
image
მოზაიკა მუშაობს ნატიფი მოტორიკის განვითარებაზე და დახვეწაზე. ნატიფ მოტორიკის განვითარება ადრეულ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია. ის დაკვშირებულია ნერვულ სისტემასთან, მხედველობასთან, ყურადღებასთან, მეხსიერებასა და აღქმასთან. ამასთან, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნატიფი მოტორიკის განვითარება მჭიდროს არის დაკავშირებული მეტყველების განვითარებასთან. ეს აიხსნება იმით, რომ თავის ტვინში მოტორიკის და მეტყველების ცენტრები ერთმანეთთან ახლოს არიან განლაგებულნი. ამიტომ, როცა თითების მანიპულაციური მოქმედებებით აქტიურდება მოტორული ზონა და ნეირონული კავშირები, ამ აქტიურობის გამო “იღვიძებს” გვერდით მყოფი მეტყველების ზონა. სწორედ ამიტომ მოზაიკა - როგორც ბრწყინვალე რესურსი ნატიფი მოტორიკის განვითარებისათვის აქტიურად გამოიყენება ლოგოპედების და ლოგოპედ-დეფექტოლოგების მიერ.
გარდა მეტყვველების განვითარებისა, მოზაიკა ასევე მუშაობს:
ხელისა და თითების ზუსტი, მიზანმიმართული მოძრაობების რეგულაციაზე, ქმნის ხელსაყრელ ბაზას წერისთვის და კალიგრაფიისთვის
ასწავლის ბავშვს ფერების მიხედვით სორტირებას
ასწავლის ბავშვს ნიმუშის მიხედვით მუშაობას
გამოიმუშავებს კონცენტრაციას და ყურადღებას (აუცილებელი თამაშია ჰიპერაქტიულობის და ყურადღების დეფიციტის სინდრომის დროს)
ავითარებს ფანტაზიას და კრეატიულობას.
✅ როდის და როგორ უნდა ვეთამაშოთ ბავშვს მოზაიკა:
ვიწყებთ 1 წლიდან. ვთამაშობთ აუცილებლად უფროსის დაკვირვების ქვეშ, რადგან თამაში გათვლილია წვრილ დეტალებზე❗;
???? პირველი დემონსტრაციისას ვთავაზობთ ბავშვს უკვე ჩარჭობილი ჭიკარტის ამოღებას. ამოიღო 1? - ყოჩაღ, თავისუფალი ხარ! ხვალ 2!
???? ამოღების დასწავლის შემდეგ ვსწავლობთ ჩარჭობას. ნებისმიერ ადგილას ჩაარჭე 1. ყოველდღიურად ვზრდით რაოდენობას.
???? ვსწავლობთ ჩარჭობას იქ, სადაც უფროსი თითით მიუთითებს.
???? ვსწავლობთ სწორი ხაზის აწყობას. ჩუხ-ჩუხ, მატარებელი წავიდა! თავიდან 3-4, მერე ვზრდით რაოდენობას. ხაზის აწყობას ვიწყებთ აუცილებლად მაცხნიდან-მარჯვნივ - ისევე როგორც ვწერთ. ვამზადებთ ბავშვის ხელს და აღქმას სამომავლო წერისთვის.
???? 2 წლიდან: ვსწავლობთ ნიმუშის მიხედვით აწყობას. ზედა ხაზს აწყობს უფროსი, ქვედას იმეორებს ბავშვი. ნიმუშის მიხედვით მუშაობის სწავლასთან ერთად ბავშვი სწავლობს ფერების სორტირებას
???? 2.5-3 წლიდან ვიწყებთ პრიმიტიული ფიგურების აწყობას.
მაგალითად: 1. უფროსი აკეთებს კვადრატის კარკასს, ბავშვმა კი შიგნიდან უნდა შეავსოს კვადრატი ჭიკარტებით. 2. ვაწყობთ ფერად ყვავილებს.
გისურვებთ წარმატებას და განვითარებას!
0
4
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0