x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
Takanakuy-პერუს ეროვნული დღესასწაული, სადაც ქალებიც, კაცებიც და ბავშვებიც კი "უბაგუნებენ" ერთმანეთს

image მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც ჩვენთვის წარმოუდგენლად უცნაური ტრადიციები აქვთ.


ერთერთი ასეთი ტრადიციის მატარებელია ლათინურ ამერიკაში მდებარე ქვეყანა პერუ.

ყოველი წლის 25 დეკემბერს პეტურ ერთერთ პატარა ქალაქში, კერძოდ კი ქალაქ სანტო-ტომასში ტარდება დღესასწაული "Takanakuy", ამ დღეს სახლში არავინ რჩება მძიმე ავადმყოფების გარდა, მთელი ქალაქი აღნიშნავს "Takanakuy"-ს დღესასწაულს. "Takanakuy"-კეჩუას ენაზე ნიშნავს "ერთმანეთის ცემას".

მოქალაქეები, მამაკაცები, ქალები და ბავშვები დგებიან წყვილებად და რიგის მიხედვით ულაწუნებენ ერთმანეთს გამეტებით.


ჩხუბისას მჭრელი, მჩხვლეტავი ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება აკრძალულია.

ადგილობრივების თქმით ეს ჩხუბი მათ ავიწყებს ძველ წყენას ერთმანეთის მიმართ და ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე საათის თუ წუთის წინ ერთმანეთს გამეტებით ურტყამდა ერთად უჯდება საზეიმო სუფრას.

დღესასწაულზე ლიმადანაც ჩადიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და მონაწილეობას იღბენ ცხვირპირის მტვრევაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ არსებობს გარკვეული ზღვარი რომლის გადალახვა არავის ეპატიება.
აქედან გამომდინარე ჩხუბის მერე ლეტალური შემთხვევები არ ფიქსირდება.

რაც მთავარია თითოეულ ორთაბრძოლას მკაცრად აკონტროლებს ზედამხედველი, რომელიც აკრძალული ილეთის გამომყენებელს ეგრევე დისკვალიფიკაციას აძლევს.


განსაკუთღებით ყურებადი ქალების ჩხუბია, განსაკუთრებით ახალგაზრდ გოგონების ჩხუბი, რომელიც ადგილობრივი სტილის საბრძოლო ხელოვნების ილეთებს იყენებენ ჩხუბში.

ერთი სიტყვით ასეთი ტრადიციაც არსებობს 21-ე საუკუნეში.

imageimageimageimageimageimageimage


ტრადიცია დაშვებულია პერუს ხელისუფლების მიერ და ძალადობრივ ქმედებად არ ითვლება 25 დეკემბერს განვითარებული მოვლენები.









0
105
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
105