x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
აი, რას იყენებენ სამოქალაქო დრონებიდან ოკუპანტების გასანადგურებლად უკრაინელები, რუსებიც ანალოგიურ ხერხს მიმართავენ უკრაინელების წინააღმდეგ

image
ომის დროს ყველა საშუალება მისაღებია, რაც კი მოწინააღმდეგეს ზიანს მიაყენებს.


ომის წარმოებას კოლოსალური საბრძოლო მასალა და კოლოსალური ფინანსები ჭირდება, ამიტომაც მებრძოლი მხარეები ყოველთვის ცდილობენ მოიფიქრონ რამე მარტივი და იაფი, რაც ეფექტურიც იქნება და დაკარგვის შემთხვევაში დიდად გულდასაწყვეტიც არ იქნება მისი დაბალი ღირებულების გამო.

ამისი მაგალითია დრონები, თუ დამრტყმელი დრონები ძვირი ღირს და მისი დაკარგვაც საკმაოდ მძიმე დანაკარგია, სამოქალაქო დანიშნულების დრონები რომლებიც არ ღირს მაინცდამაინც ძვირი აითვისეს უკრაინელებმაც და რუსებმაც და წარმატებით იყენებენ ბრძოლის ველზე, თუ კვადროკოპტერი შედარებით მძიმეა მასზე ამაგრებენ დასაკიდ მოწყობილობას, რომელზეც მაგრდება ნაღმსატყორცნის ნაღმი და საჭირო ადგილზე, საჭირო სამიზნის დაფიქსირებისას აგდებენ დისტანციურად.

მომცრო კვადროკოპტერებიდან კი აგდებენ აი ასეთ "სათამაშოს". ესაა ავტომატური ყუმბარმტყორცნის 30 მილიმეტრიანი ყუმბარა "ВОГ-17".
ყუმბარას საჭირო ადგილზე ზუსტი დაცემისათვის უკან უკეთებენ უმარტივეს სტაბილიზატორს, ბადმინტონის "ვოლანს", რომელიც ვარდნისას ყუმბარას სწორხაზოვნად ვარდნის საშუალებას იძლევა. თავად ყუმბარაზე დამატებით მაგრდება ან ასაფეთქებელი საშუუალების თხელი ფენა დამაზიანებელი ფაქტორის გასაძლიერებლად ან წებოვანი ლენტით აკრავენ დამატებით დამაზიანებელ ელემენტებს ფოლადის ბურთულების სახით.

აღნიშნული დრონი მოწინააღმდეგემ რომც ჩამოაგდოს დიდი ვერაფერი ზარალია, მას სწრაფად ჩაანაცვლებენ იგივე ტიპის დრონით იგივე დაკიდების საშუალებით.

რისკის მოყვარულები კი დრონზე კიდებენ მსხვრევად ხელყუმბარას, რომელსაც დამცავი რგოლის მოკეცილი ნაწილი გასწორებული აქვს და საჭირო ადგილზე დისტანციურად ხდება მისი ჩამოგდება.


ნაწილიც ძველ და ნებისმიერი პარტიზანისთვის ნაცნობ უმარტივეს ხერხს იყენებს, ხელყუმბარას ხსნის დამცველს და უკუღმა დებს ჭიქაში, ოღონდ ამ შემთხვევაში აღნიშნული ხმელეთზე არ იდება, არამედ მისი ჩამოგდება ხდება პატარა დრონების მეშვეობით.

imageimage


0
85
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
85