x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ჩვენს ქვეყანაში გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა, სამწუხაროდ, არ წყდება" - საპატრიარქოს განცხადება

image

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, თბილისში გამართულ ლგბტ პრაიდის კვირეულს ეხმაურება, რომელიც 1 -დან 8 ივლისს დახურულ ფორმატში უნდა გაიმართოს.

"▪️ ჩვენს ქვეყანაში გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა, სამწუხაროდ, არ წყდება. ამაზე მოწმობს მიმდინარე წლის ივლისში დაანონსებული “ლგბტ კვირეული", რომელსაც, მისი მიზნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს თუნდაც დახურულ სივრცეში გამართვის დროს.

▪️ მიგვაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია, მით უფრო, ქვეყანაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ქრისტიანული ფესვები აქვს.
პროპაგანდის ნებისმიერი სახით გამოვლინება მოზარდებში კი მათ ცნობიერებაზე ძალადობაა.
▪️ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არაერთგზის გამოთქმული პროტესტის უგულებელყოფა არის მისი უმთავრესი ფასეულობების უპატივცემულობა და მკაფიო გამოხატულება მორალური ზიანის მიყენების მცდელობისა.
▪️ ყოველი მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი. დასკვნის გამოტანა ადვილია, თუ დავაკვირდებით დაანონსებული
ლგბტ ღონისძიებების კვირეულის განმავლობაში საზოგადოებაში მომატებულ პოლარიზაციას.
▪️ მიგვაჩნია, რომ საჭიროა მსგავსი დაძაბულობის ფაქტორების საწყის ეტაპზევე მკურნალობა.
▪️ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკანასკნელ წლებში გამუდმებული თავდასხმის, ცილისწამებისა და შეურაცხმყოფელი კამპანიის ობიექტია, თუმცა არც ერთხელ არ ყოფილა ჩვენი მხრიდან მოთმინების დაკარგვის შემთხვევა. ასეთ დროს ეკლესია მუდამ შემოიფარგლება მხოლოდ ცილისწამების მხილებით.
▪️ ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ზრუნავს. ამიტომ დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ.."

შეგახსენებთ, ლგბტქი+ თემის მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა, რომ უერთდებიან „ღირსებისა და სიამაყის თვეს“ და 1-8 ივლისს, თბილისში, პრაიდის კვირეული გაიმართება.


ორგანიზაციის თქმით, თბილისი პრაიდის წლევანდელი კვირეული მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და პრაიდის ფესტივალს.

„პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

3
85
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
85
  
2023, 2 ივლისი, 22:48
ნუ ვიქნებით ქრისტეზე უფრო ქრიტიანები და ელტონ ჯონზე უფრო მაგარი მამათმავალი,სირცხვილია ბოლობოლო. ყვერებით გადანასკვა რანაირად არის ნორმა და ოჯახი სიწმინდეს ქუჩაში კი არა,თავის კერაში უნდა იცავდეს.აი,ეს არის ნომრა
2023, 2 ივლისი, 22:45
17 მაისს ხო ატარებთ მსველობას და იმათ რატომ არ აქვთ უფლება? ეს არის ჭუჭულიკების დატოლება და სხვა არაფერი. არც ლჭპტ უნდა ატაროს პრაიდები და არც საპატრიაქომ. ეგრე რომის პაპმა ყაჩაღები შეყარა,ჯვარი მიახატა და გაუშვა იერუსალიმში,რა ეს სწორი იყო? არც ის არის სწორი,როცა ანომალიას ნორმად გიხატავენ,თუმცა ორივე ხდება. ფარისევლების და აღვირახსილობის პარადი არის ქვეყანაში,რა აზრი აქვს რომელი უფრო აშავებს. ქრისტეს სახელით ვიღაცას მოხდვება ამ დღეებში ტაბურეტი გვერდებში და ქრისტეს სახელით იგრიალებს მამაო მრევლის ნაყიდი ჯიპით,თუმცა ქრისტე ამას იზავდა? ასეთი ხალხის გარემოში რო გაიზრდება ადამიანი,რანაირად გამოვა ნორმალური,მით უფრო ტექნოლოგიების ეპოქაში. თავიდან ყველა ბავშვი ნომრალურია,თუმცა აღზრდის გამო ხდება ფარისეველიც და ლჭპტ მქადაგებელიც. თავიდან ეშმაკიც ანგელოზი ყოფილა,მერე გამხდარა ზნედაცემული. ხოდა ზნედაცემულობის ზეიმია ქვეყანაში,საპატრიქოშიც ასეა და იქეთ ხო სრული ანომალიაა.
2023, 2 ივლისი, 17:22
დახურულ ფორმატში კიდე არაუშავს. მთავარია ქუჩაში არ ირბინონ შიშველი უკანალებით.
0 1 3