x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
29 ივნისი,13 მაისთან ერთად ერთ-ერთი უდიდესი თარიღია ქართული სპორტის ისტორიაში
image

ალბათ ძნელად მოიძებნება, სპორტის მოყვარული, რომელსაც არ ახსოვდეს თარიღი 13 მაისი რა სპორტულ მოვლენასთან არის დაკავშირებული, თუმცა ქართული გუნდური სპორტის ისტორიაში არანაკლებ დიდ თარიღად შეიძლება ჩაითვალოს 1962 წლის 29 ივნისი, ამ დღეს, შვეიცარიაში, კერძოდ ქალაქ ჟენევაში თბილისის "დინამოს" კალათბურთელთა გუნდმა დაამარცხა მადრიდის "რეალი" ანგარიშით 90:83 და მოიპოვა ევროპის ჩემპიონთა (ევროლიგის)თასი.


სხვათა შორის "დინამოს" წინა სეზონშიც ჰქონდა შანსი დაუფლებოდა ევროპის ჩემპიონათა თასს, თუმცა ფინალი დათმო რიგის არმიელებთან, როგორ შინ ასევე სტუმრად


(51-61, 62-69).


მანამდე "დინამოელებმა" პირველ წრეში დაამარცხეს ბუქარესტის ასა (83-87, 90-68), მეოთხედფინალში - პლოვდივის “აკადემიკა’’ (76-64, 72-69), ნახევარფინალში - ვარშავის “პოლონია’ (88-65, 64-61)



მომდევნო დიდი გამარჯვებისკენ სვლა კი ასე დაიწყო:1961/1962 წლების გათამაშებაში დინამოელებმა პირველ წრეში დაამარცხეს ბუქარესტის “სტიაუა’’ (77-76, 82-77), მეოთხედფინალში - სტამბოლის “დარუშაფაქა’’ (75-71, 77-62), ნახევარფინალში - მოსკოვის ცსკა (75-71, 77-66)

image

ფინალი კი გაიმართა გაიმართა Patinoire des Vernets-ში, ჟენევა, შვეიცარია, 1962 წლის 29 ივნისს, სადაც "დინამო" თბილისმა დაამარცხა მადრიდის რეალი ანგარიშით 90-83, ფინალს ესწრებოდა 5000 მაყურებელი.


ეს იყო "დინამოსთვის" ევროლიგის პირველი და დღემდე ერთადერთი ტიტული. ეს იყო ასევე პირველი თამაში, რომლის ბედიც გადაწყდა ნეიტრალურ მოედანზე ერთი თამაშით, (ტრადიციულად გამარჯვებული ვლინდებოდა ორ თამაშის ჯამით-შინ და გარეთ)ამის მიზეზი კი იმ დროს არასტაბილური პოლიტიკური ვითარება(ე.წ. კუბის(კარიბის) კრიზისი იყო, რამაც ორი ზესახელმწიფო აშშ და საბჭოთა კავშირი, კინაღამ ბირთვულ ომამდე მიიყვანა)



დინამოელთა შემადგენლობა ფინალურ მატჩში ასეთი იყო: ლევან მოსეშვილი (3 ქულა), გურამ მინაშვილი (9), ილარიონ ხაზარაძე (2), რევაზ გოგელია, ვალერი ალთაბაევი (17), ანზორ ლეჟავა (16), ლევან ინწკირველი (3), ვლადიმერ უგრეხელიძე (14), ალექსანდრე კილაძე (14), ალექსანდრე პეტროვი (12), ამირან სხიერელი. გუნდს წვრთნიდა - ოთარ ქორქია.

image

მადრიდის "რეალის" ღირსებას ნბა-ს ორი მოთამაშე - ჰეიტაუერი (205 სმ) და მორისონი (203 სმ) - იცავდა. ეს ის ჰეიტაუერია, რომელსაც ამერიკაში ჯერი ლუკასთან ერთად კალათბურთის ვარსკვლავს უწოდებდნენ. 83 ქულიდან - 32 მის ანგარიშზე იყო, ამის მიუხედავად, "რეალი" მარცხს მაინც ვერ გადაურჩა.







სამწუხაროდ 'დინამომ" მომავალში ვეღარ შეძლო ევროლიგის მოგება, ყველაზე დიდი წარმატებას მიაღწია 1969 წელს, როდესაც თასების მფლობელთა თასი ფინალში გავიდა და დამარცხდა პრაღის "სლავიასთან" 80:74.


ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან დღემდე „ევროლიგა“ მხოლოდ 3 კლუბს აქვს მოგებული: მოსკოვის ცსკა-ს, ლატვიურ„რიგას“ და თბილისის „დინამოს“.


რაც შეეხება მადრიდის "რეალს" "დინამოსთან" დამარცხების შემდეგ 7-ჯერ შეძლო ჩემპიონთა თასის მოგება.

1
196
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
196
  
2023, 4 ივლისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1