x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
16 აბსურდული ისტორიული ფაქტი, რომლებიც სისულელედ მოგეჩვენებათ, მაგრამ სიმართლეა

image
ისტორიული ფაქტები, რომლებიც აბსურდულად მოგეჩვენებათ, მაგრამ სრული სიმართლეა:

1. მე-19 საუკუნეში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში პოპულარული იყო ქალბატონი უინსლოუს დამამშვიდებელი სიროფი ბავშვებისთვის, რომელიც ითვლებოდა შეუცვლელ ასისტენტად დედებისა და ძიძებისთვის. ის შველოდა ნებისმიერ ტკივილს, რადგან შეიცავდა მორფინს და ამიაკს. რა თქმა უნდა, რომელი ბავშვი არ წყნარდება, თუ მას ასეთ სიროფს აძლევენ.image

2. 1950-იან წლებში თამბაქოს კომპანიები რეკლამას უკეთებდნენ სიგარეტს, როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტს.image

3. შუა საუკუნეებში დაახლოებით 600 ათასი ადამიანი გახდა ჯადოქრობის ბრალდების მსხვერპლი. იმ დღეებში ასეთი ბრალდებების დამტკიცება ან უარყოფა ძალიან რთული იყო.image

4. ისევ შუა საუკუნეებში დანაშაულისთვის მსჯავრდებულები განიცდიდნენ განსაცდელებს („ღვთის განაჩენი“, ანუ წყლისა და ცეცხლის სასამართლო პროცესი). ტესტის ერთ-ერთ ვერსიაში მსჯავრდებულს ხელი მდუღარე წყალში უნდა ჩაეყო - თუ ხელი არ ეწვებოდა რჩებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ღმერთი მფარველობდა მას და ათავისუფლებდნენ.image

5. რომის ცნობილ იმპერატორ კალიგულას ისე უყვარდა თავისი ცხენი ინციტატუსი, რომ ჯერ რომის მოქალაქე გახადა, შემდეგ კი სენატორი.image

6. მექსიკელმა გენერალმა ლოპეს დე სანტა ანამ, რომელიც, სხვათა შორის, 11-ჯერ გახდა მექსიკის პრეზიდენტი, დიდი პომპეზურობით დამარხა საკუთარი ფეხი, რომელიც ჭრილობის გამო ამპუტირებული იყო.image

7. 1917 წელს შეერთებულ შტატებში მარგარეტ სენგერი დააპატიმრეს და ციხეში გაგზავნეს მსოფლიოში პირველი ჩასახვის საწინააღმდეგო კლინიკის გახსნისთვის.image

8. კანადაში მე-16 საუკუნეში ადამიანები სვამდნენ ნაყენს, როგორც კონტრაცეპტივს. ასეთი წამლების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო თახვის სათესლეები.image

9. შეერთებულ შტატებში კოლონიური პერიოდის განმავლობაში ქალებს მშობიარობის დროს არ აძლევდნენ ტკივილგამაყუჩებლებს. ითვლებოდა, რომ მშობიარობის ტკივილი პირველი ქალის, ევას ცოდვის სასჯელი იყო.image

10. პაპი გრიგოლ IX თვლიდა, რომ კატები ეშმაკის გაჩენილი იყო და უნდა გაენადგურებინათ შედეგად, ვირთხების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ბუბონური ჭირი გაჩნდა, რომელმაც 100 მილიონი ადამიანი შეიწირა.image

11. მე-13 საუკუნეში 30 ათასამდე ბავშვი და მოზარდი მონაწილეობდა ეგრეთ წოდებულ ბავშვთა ჯვაროსნულ ლაშქრობაში, რადგან ხალხს სჯეროდა, რომ ღმერთი დაიცავდა უიარაღო ბავშვებს. მათი უმეტესობა გზაში დაიღუპა, დანარჩენები მონობაში იყვნენ.image

12. ძველ ეგვიპტეში ფარაონების მსახურებს თაფლს უსვამდნენ, რათა ბუზებს თავად მმართველები არ შეეწუხებინათ.image

13. მე-19 საუკუნეში პროთეზებს გარდაცვლილი ჯარისკაცების კბილებისგან ამზადებდნენ.image

14. ბრიტანეთის პრიმიტიული მაცხოვრებლები თავის ქალებს თასებად იყენებდნენ.image

15. 1909-1970 წლებში ავსტრალიის მთავრობამ აბორიგენული ოჯახებიდან წაიყვანა მშობლიური ბავშვები და განათავსა ისინი აღსაზრდელ ოჯახებში. ბავშვები იძულებულნი იყვნენ დაევიწყებინათ თავიანთი წარმომავლობა.image

16. კოლუმბიელი პედრო ლოპესი გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი, როგორც ყველაზე სასტიკი მანიაკი. ის დამნაშავედ ცნეს 1983 წელს 110 გოგონას მკვლელობაში. ასევე ცნობილი როგორც ანდების ურჩხული, მან აღიარა სულ 300 ადამიანის მოკვლა. მას მიუსაჯეს 20 წელი, გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რადგან იგი შეშლილად გამოცხადდა და 1998 წელს გაათავისუფლეს კარგი ქცევისა და პოლიციასთან თანამშრომლობისთვის. ამ დროისთვის მისი ადგილსამყოფელი უცნობია.image

1
793
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
793
  
2023, 10 ივლისი, 20:31
№1 ქართული სოციალური ქსელი.
Mylov.Ge შემოგვიერთდი შენც
0 1 1