x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილმა მომღერალმა პროტესტის ნიშნად რუსული პასპორტი დაწვა და კიევში აპირებს გამგზავრებას
image

მომღერალმა შარლოტამ რუსული პასპორტი დაწვა და კიევში აპირებს გამგზავრებას.




25 წლის რუსმა შემსრულებელმა ედუარდ შარლოტმა რუსული პასპორტი დაწვა. შესაბამისი კადრები მან Instagram-ზე გამოაქვეყნა.(ვიდეო ნახე ამ ბმულზე)


ცნობილმა მომღერალმა თქვა, რომ თავს რუსეთის მოქალაქედ აღარ თვლის და კიევში მიდის. "უკვე გადავწყვიტე. იმედი მაქვს გამომივა, ვოცნებობ რომ თავი მივუძღვნა კეთილ საქმეებს“, - ასეთი მინაწერი გაუკეთა ვიდეოს მომღერალმა.



RT Telegram არხის ცნობით, შარლოტამ ადრეც მიიპყრო საზოგადოების ყურადღება: სოციალურ ქსელებში პირად გვერდზე, მომღერალმა შეურაცხყოფა მიაყენა და გააკრიტიკა ქვეყნის ხელმძღვანელობა.

image

”გააგზავნეთ იგი კოლონიაში რამდენიმე წლით თავისი კულულებით - ის სხვანაირად იმღერებს. სულელური პატარა ბიჭია თუ პატარა გოგონა, ”- თქვა სერგეი ზაიცევმა, მოძრაობა "Зов народа"-ს(ხალხის ძახილი) წარმომადგენელმა.


შარლოტი ცნობილია იმითაც, რომ მან არაერთხელ გაავრცელა ჭორი თავის გარდაცვალების შესახებ.



მანამდე რუსმა როკ მომღერალმა ზემფირამ (სრული სახელი - ზემფირა რამაზანოვა, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ აღიარა უცხოელ აგენტად) უარყო ინფორმაცია საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ.


უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ პროტესტის ნიშნად ბევრმა რუსმა მომღერალმა დატოვა ქვეყანა, მათ შორის არიან ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი, ანდრეი მაკარევიჩი, ბორის გრებენშიკოვი, სემიონ სტეპანკოვი, ვალერი ლეონტიევი, ნიკიტა პრესნიაკოვი(ვლადიმერ პრესნიაკოვის შვილი), იური დუდი, ვერა ბრეჟნევა, მომღერალი ზემფირა, სვეტლანა სლობოდა და სხვები.

2
216
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
216
  
2023, 27 ივნისი, 6:44
რაც უფრო მეტი მოღალატე ეყოლება რუსეთს უკეთესია ჩვენთვის,თუმცა ასეთი ხალხი საზღვარზე არ უნდა შეუშვას არავინ,რადგან ერთხელ მოღალატე მუდამ მოღალატე იქნება.
2023, 26 ივნისი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2