x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"სხვის ჩხუბში გამშველებელს უფრო მეტი ხვდებაო"-ესეც ფაქტი, მეხანძრე და ოჯახის მოზარდი ცოლ-ქმრის ჩხუბს შეეწირა რუსეთში

image

ცოლ-ქმრის ჩხუბი მარტო რუსეთში არ ხდება და ამაზე აპელირება არ იქნება სწორი საქციელი, მაგრამ ჩხუბიცაა და ჩხუბიც.
წყვილს შორის ჩხუბს მათი არასრულწლოვანი შვილი და დასახმარებლად მისული მეხანძრე შეეწირა წყვილთან ერთად.

როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები წერენ ცოლმა ქმარს ეჭვიანობის სცენა გაუმართა, რასაც წყვილს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, ქმარმა კი ცხელ გულზე მეცამეტე სართულზე მდებარე ბინაში ხანძარი ისე გააჩინა არასრულწლოვანი შვილის გაყვანაზეც კი არ უზრუნია.

ხანძარი სწრაფად მოედო ბინას, მეზობლების მიერ გამოძახებული სახანძრო ბრიგადების ერთერთმა თანამშრომელმა რუსტამ ნაბიტოვმა ბინის კარი შეამტვრია, მაგრამ ცეცხლით და კვამლით დაფარულ ოთახებში ვერაფერი გაარჩია და აივანზე გავიდა რადგან როგორც მისი ბოლო რადიოკავშირიდან ირკვევა მეხანძრის ჟანგბადის ბალონს მაღალი ტემპერატურის გამო აფეთქების საფრთხე შეექმნა.
აივანზე გასულმა მეხანძრემ იქ ოჯახის არასრულწლოვანი წევრი იპოვამ თუმცა ბინის სიმაღლის გამო სპეციალური დამხმარე კალათის გამოყენება დროულად ვერ მოხერხდა, ცეცხლის ტემპერატურით შევიწროვებული მეხანძრე და მოზარდი აივნიდან გადმოხტდნენ იმის იმედით, რომ დაბლა გაშლილი დამხმარე საშუალება ორივეს შეიკავებდა, სამწუხაროდ ორივე დაიღუპა. ასევე დაიღუპა ოჯახის ორივე წევრი, ვისმა ჩხუბმაც გამოიწვია ხანძარი.

ქართული ანდაზა: "გამშველებელს უფრო მეტი ხვდებაო"-გამართლდა ამ შემთხვევაში. ხანძრის შდეგად ზედა სართულზეც დაიწვა 1 ბინა.

image


0
101
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
101