x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლავრენტი ბერიას დაკავების ქრონოლოგია
image

70 წლის წინ, 1953 წლის 26 ივნისს დააკავეს ლავრენტი ბერია, ბრალდება სტანდარტული იყო:ერთ დროს სახელმწიფო უშიშროების ყოვლისშემძლე კურატორს სამშობლოს ღალატში ედებოდა ბრალი.




1953 წლის 5 მარტს დასრულდა იოსებ სტალინის მმართველობა, რომელიც ქვეყანას თითქმის 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.


ხალხთა ბელადის გარდაცვალების შემდეგ მოიწვიეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის, სსრკ მინისტრთა საბჭოსა და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ერთობლივი სხდომა, რომელზეც ქვეყნის ხელმძღვანელობის საკითხი განიხილებოდა. გადაწყდა. მთავარი თანამდებობა, რომელიც მანამდე სტალინს ეკავა - სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს- გიორგი მალენკოვი დაიკავებდა.



ლავრენტი ბერია ახლადშექმნილი მთავრობის მეთაურის წინადადებით უხელმძღვანელებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან გაერთიანდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი გახდა სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იგი ასევე დაუბრუნდა საგარეო საქმეთა მინისტრის მანამდე დაკარგულ პოსტს.


კლიმენტი ვოროშილოვი აირჩიეს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. თავის მხრივ, ნიკიტა ხრუშჩოვი დაინიშნა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად, მაგრამ მისი თანამდებობა მხოლოდ სიმბოლური იყო: მას არ შეეძლო მთავრობისთვის დირექტივების მიცემა, მაგრამ ჰქონდა რეპუტაცია, როგორც სოფლის მეურნეობის ექსპერტი, რომელიც იმ დროს სავალალო მდგომაროებაში იყო...სულ ეს იყო.


ისტორიკოსი როი მედვედევი თავის წიგნში "ნიკიტა ხრუშჩოვი" წერს, რომ ბერიას წინააღმდეგ შეთქმულება დიდი ხანია მზადდებოდა. ორგანიზატორი ნიკიტა ხრუშჩოვი იყო, მას მხარს უჭერდა მარშალი გიორგი ჟუკოვი და გიორგი მალენკოვი. მიზეზი ის იყო, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობაში ბევრი ხვდებოდა, რომ „ბერიას ხელში ასეთი დიდი ძალაუფლების კონცენტრირება საფრთხეს წარმოადგენდა“. გარდა ამისა, სტალინურმა რეპრესიებმა ქვეყნისთვის უკვალოდ არ ჩაიარა. მოსახლეობის ზეწოლა შინაგან საქმეთა სამინისტროზე სწრაფად იზრდებოდა: მილიონობით მოქალაქე წერდა განცხადებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სკკპ ცენტრალურ კომიტეტის თუ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელზე და მოითხოვდა ნათესავების რეაბილიტაციას.


აპრილში სკკპ ცენტრალურმა კომიტეტმა, განიხილა რეაბილიტაციის საკითხი, გამოაქვეყნა გადაწყვეტილება „სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებების მიერ კანონდარღვევის შესახებ“, რომელიც ირიბად იყო მიმართული ბერიას წინააღმდეგ.


1953 წლის 26 ივნისს სსრკ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე უკვე დაისვა საკითხი ბერიას ყველა თანამდებობიდან გადაყენების და მოხსნის შესახებ . მას ბრალი ედებოდა მორალური დეგრადაცია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, უკანონო რეპრესიების ორგანიზება და სხვა ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობაშიც კი.


სპეციალურად წინასწარ შემუშავებული სიგნალის შემდეგ დარბაზში შემოვიდა გენერლების ჯგუფი მარშალ ჟუკოვის მეთაურობით და ბერია დააკავეს. მედვედევი წერს, რომ დაპატიმრების დროს ბერია გაკოჭეს, ხალიჩაში გაახვიეს, პირი აუკრეს და კრემლიდან გამოიყვანეს. დაკავების შემდეგ, სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრი დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის სამხედრო ოლქის ერთ-ერთ საიდუმლო მიწისქვეშა რეზიდენციაში დაამწყვდიეს


1953 წლის 23 დეკემბერს ბერიას საქმე განიხილა სსრკ უზენაესი სასამართლოს სპეციალურმა სასამართლომ, რომელსაც თავმჯდომარეობდა საბჭოთა კავშირის მარშალი ი.ს. კონევი. მასთან ერთად, მის ექვს თანამოაზრეს ჯაშუშობასა და ღალატში დასდეს ბრალი, საბჭოთა პრესაში მათ "ბერიას ბანდა" უწოდეს. მათ შორის იყვნენ კატინის ხოცვა-ჟლეტისა და დეპორტაციის ორგანიზატორები დიდი სამამულო ომის დროს: სსრკ სახელმწიფო კონტროლის მინისტრი ვსევოლოდ მერკულოვი, სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ბოგდან ქობულოვი, სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-3 სამმართველოს უფროსი სერგო გოგლიძე, უკრაინის სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი პავლე მეშიკი, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ დეკანოზოვი, სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული საქმეების საგამოძიებო განყოფილების უფროსი ლევ ვლოძიმირსკი.


იმავე დღეს ყველა ბრალდებული დახვრიტეს.


2000-იანი წლების დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ბერია აღიარა პოლიტიკური რეპრესიების ერთ-ერთ ორგანიზატორად, რის გამოც არ დაექვემდებარა რეაბილიტაციას.



imageასევე დაგაინტერესებთ


– მიხეილ კაზაკოვის მოგონებიდან:" სპექტაკლის შემდეგ ხრუშჩოვი ოჯახთან ერთად ხელმძღვანელობის კაბინეტში შემოვიდა. - კარგი საჭირო სპექტაკლია!-ნიკიტა სერგის ძე მაგრად ართმევს ხელს შატროვს.ის აღელვებულია და სასაუბროდაა განწყობილი-დიახ სტა



საქართველოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი 1937 წლების რეპრესიების მსხვერპლის, ცნობილი წყვილის -ევგენი მიქელაძის და ქეთუსია ორახელაშვილის ისტორიას სოციალურ ქსელში აზიარებს: "1937 წლის ერთერთ საღამოს ზაქარია ფალიაშვილის ოპერის ლატავრას" გე


როგორც ალექსანდრე სევერი წერს წიგნში "მარშალი ლუბიანკადან" ლავრენტი ბერია დააკავეს 1953 წლის 26 ივლისს. ყოფილი სახალხო კომისრის დაკავებას მაღალი რანგის სამხედრო პირები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო გიორგი ჟუკოვი. სწორედ ჟუკოვმა ჩაატარა პირველი ჩხრეკა, ბერიას იარაღი არ აღმოაჩნდა, მხოლოდ პორტფელში იპოვა ფურცელი, რ...



ზუსტად 68 წლის წინ, 1953 წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს ლავრენტი ბერია. დაკავების დღიდან (1953 წლის 26 ივნისი)დახვრეტამდე, ლავრენტი ბერია თითქმის 6 თვე იმყოფებოდა სატუსაღოში, ამ ხნის განმავლობაში ბერიასთან უშუალოდ მიმაგრებული იყო თავდაცვის ოლქის შტაბის ყოფილი კომენდანტი, პოლკოვნიკი მიხეილ ხიჟნიაკი. სწორედ მისი მოგონებ...


70 წლის წინ, 1951 წლის ნოემბერში სტალინმა წამოიწყო მორიგი რეპრესიების ციკლი, რომელიც მეგრელთა საქმით გახდა ცნობილი. თავდაპირველად ის განიხილებოდა, როგორც ანტიკორუფციული ღონისძიება მიმართული საქართველოს ხელმძღვანელი კადრების მიმართ. ფაქტობრივად, ეს ფართომასშტაბიანი ინტრიგა, უპირველეს ყოვლისა, ლავრენტი ბერიას წინააღმდე...

2
484
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
484
  
2023, 4 ივლისი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 ივნისი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2