x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რადიო თბილისი" ნუცა ბუზალაძის სიმღერებს აღარ გაუშვებს
image

მოსკოვში რესტორანში, კორპორაციულ საღამოზე სიმღერის გამო, „რადიო თბილისმა“ ნუცა ბუზალაძის ყველა სიმღერა სამაუწყებლო ეთერიდან ჩახსნა.


"ყურადღების ცენტრში! ნუცა ბუზალაძის სიმღერები ჩვენი რადიოსადგურების ეთერში (რადიო "თბილისი", რადიო "ციტრუსი", რადიო "ჰერეთი") აღარ გავა.


ჩვენი პოზიცია ყველასთვის ცნობილია რუსეთთან, რუსულ სიმღერებთან და ამ ქვეყანასთან აფილირებული მომღერლების შესახებ.



რადიო "თბილისი" იყო პირველი რადიოსადგური, რომელიც American Idol-ის შოუს აქტიურად აშუქებდა. სწორედ, რადიო "თბილისის" ფეისბუქ გვერდზე ნახა ასიათასობით ადამიანმა ნუცას წარმატებების შესახებ.


რადიოსადგურის დირექტორი რამაზ სამხარაძე სოციალურ ქსელში გუშინვე გამოეხმაურა თემას:


"ნუცა, როგორ შეიძლება ვერ აცნობიერებდე, რა ზიანი შეიძლება მიაყენო პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე ქვეყანას?


არ ვიცი რა ვთქვა, გაოგნებული ვარ.


ან, თუ დაბადების დღეზე მიდიხარ, იქ მაინც გააფრთხლე მეგობრები რომ არ გადაიღონ, უხერხულია და ყველა ვერ გაიგებს.


რატომ ხდება ისე რომ თქვენ ყველას: მომღერლებს, სპორტსმენებს, წარმატებულ ადამიანებს ყველა ხელისუფლება გიყენებთ?


მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ფოტოს დანახვაზე ვფიქრობ, რომ მაგ ბიჭსაც თავ-გზას აურევენ.


ნუცა, რატომ ანგრევ იმას რასაც წლებია აშენებ?

ტეხავს.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რადიო თბილისმა მომღერალი ეთერიდან ჩახსნა.


6 მაისს, ეთერიდან რეპერ "მასტერის" სიმღერები მას შემდეგ ჩაიხსნა, რაც მან ანტიევროპული გზავნილები გააჟღერა.


"მასტერის" კლიპში "ბატონო ლევან", სადაც ლევან ბერძენიშვილს შეურაცხყოფას აყენებდა, ფრაზა " ომი მე არ დამიწყია, მე არ გავრბოდი წითელი ხიდიდან" რადიოს მენეჯმენტისთვის საკმარისი აღმოჩნდა ეთერიდან მისი სიმღერები ამოეღო. "მასტერმა" აღნიშნული დისკრიმინაციად და ცენზურად შეაფასა."-ნათქვამია განცხადებაში.

2
248
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
248
  
2023, 25 ივნისი, 19:40
რამაზ სამხარაძეს რო კითხო,დემოკრატიის შუქურაა და ამ დროს ის იყენებს დისკრიმინაციას. თავისი რადიო და თავისი წესებია,რაც უნდა ის ქნას,თუმცა მერე არ უნდა გაუკვირდეს,ვინმე სადმე თუ არ დაუშვებს. უცნაურია,რას ერჩიან ამ გოგოს ან მარტო ნუცა რატო,სოსო იყო პავლიაშვილი,ხუჯაძე,მაღლაკელიძე და ვიღაც კიდევ,ხოდა მარტო ნუცა გახდა პრობლემა? დიდი მნიშვნელი არ აქვს მაინც... იმღერა და იმღეროს,ნუცა არ მყავდეს ისეთი ვარსკვლავი რო რამეს ცვლიდეს ან ეს რადიო კიდევ. ჩემი მიდგომა ასეთია,ყველამ უნდა აკეთოს ის რაც უნდა,სადაც და როგორც უნდა,ყველა ადამიანი არჩევანში თავისუფალია. ეს რამაზაც და ის ნუცაც საერთოდ არ მადარდებს,რატომ არის მნიშვნელოვანი ერისთვის,რას გაუშვებს ერთი რადიოში და სად იმღერებს მეორე? კომენტარის დაწერის მიზეზიც ეს არის,სხვა საქმე არ გვაქვს. არ გეწყინოს ავტორ,თუმცა ეს იცით რას გავს? უსაქმურს ყ... ფხანვა საქმე ეგონაო. ზოგადად,საქართველო ამ პრინციპით მუშაობს,აგერ გუშინ მთელი ქართული მედია,ექსპერტიან,პრეზიდენტიან მოქალაქებიანად განიხილავდა რუსეთის ამბავს,ზოგს უხაროდა და ზოგს წყინდა. კაი,გავიგე რო მოქალქე არ მუშაობს ან ერთხელ აზრი დააფიქსირა,თუმცა პრეზიდენტს რო ამხელა ფულს ვუხდით და პრივილეგიებს ვუფინანსებთ,ამაზე მეტი საფიქრალი არაფერი აქვს? წასულიყო და ლობიო ეჭამა,თუმცა ზოგად ქართულ მიდგომას ხომ არ გადაუხვევდა,უსაქმურს ყვერების ფხანვა საქმე ეგონაო
2023, 25 ივნისი, 17:59
რამაზ სამხარაძე კიდევ ერთი ჩიხუახუა, ჩიხუახუები ყეფენ ქარავანი კი მიდის. აუფ "დაიქცა და დაიღუპა" ნუცა რაღაცა ბანძი რადო მის სიმღერებს აღარ გაუშვებს, ნამდვილი "ტრაგედიაა" ნუცასთვის. არც ვიცოდი საერთოდ ეგ ბანძი რადიო თუ არსებობდა.
0 1 2