x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
თუ ამ სიტყვებით მიმართავთ, ერთმანეთი აღარ გიყვართ და თავს იტყუებთ
სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.



image



საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება.




როგორც წესი, მამაკაცები ცოტა რთულად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც უფრო აშკარა, ღია ემოციური დამოკიდებულება აქვთ ამ გრძნობის მიმართ. საინტერესოა შეყვარებული მამაკაცის ქცევები, რომელიც ქვეცნობიერად მაინც გამოხატავს თავის გრძნობებს საყვარელი ქალის მიმართ.



image



ფსიქოლოგები და ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ შეყვარებულ მამაკაცს ისეთი ქმედებების ჩადენა შეუძლია საყვარელი ქალის გულისთვის, რომელსაც სხვა შემთხვევაში, ალბათ არ გააკეთებდა. თუმცა, დღევანდელ სტატიაში გავივლით იმ საკითხებს, თუ რა სიტყვებით მიმართავენ წყვილები ერთმანეთს, როდესაც მათ შორის სიყვარული ქრება.



თუ ამ სიტყვებით მიმართავთ, ერთმანეთი აღარ გიყვართ და თავს იტყუებთ



1. რაზე ვფიქრობდი, როცა შემიყვარდი?!

2. ვერ ვხდები, ჯერ კიდევ შენთან რატომ ვცხოვრობ?!

3. შენთან არც საუბრის და არც მოსმენის სურვილი არ მაქვს!

4. მოკეტე, რა!

5. აზრს არ გეკითხები, გეუბნები, რომ...

6. როცა შენი აზრი დამაინტერესებს, მე თვითონ გკითხავ!

7. არავინ არ გაკავებს!

8. უბრალოდ, ჩემს ძვირფას დროს შენნაირზე ვკარგავ.



თუ მსგავსი ფრაზებით ხშირად მიმართავთ ერთმანეთს, თავს იტყუებთ, თქვენს შორის სიყვარულის არცერთი მარცვალი აღარ არის და იქნებ დაფიქრებულიყავით, რომ დროულად გათავისუფლდეთ ამ ტოქსიკური ურთიერთობისგან და იცხოვროთ მშვიდი და ნამდვილი ცხოვრებით.



0
106
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0