x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ქალის ტიპები, რომელიც უყვარდებათ მდიდარ მამაკაცებს
სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. ანტიკურ პერიოდში ცნება სილამაზე წარმოადგენდა ფილოსოფიის აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და ონტოლოგიური სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან. სოკრატეს დროს სილამაზე განიხილება არა მხოლოდ ონტოლოგიური გაგებით, არამედ როგორც გონის კატეგორია, აღქმა. სოკრატესთვის სილამაზე იყო სამყაროს მნიშვნელოვანი კატეგორია. პლატონის მიხედვით ადამიანი დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. აგრეთვე ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა (ფორმა) სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას. არისტოტელემ დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ.




image




ექსპერტები ამბობენ, რომ არ არსებობს ერთი უნივერსალური კრიტერიუმიც კი, რაც ყველა მამაკაცს მოეწონება ქალში. ყველას საკუთარი გემოვნება და პრიორიტეტები აქვს, მაგრამ ერთადერთი, რაც მათ გემოვნებაში უცვლელი რჩება, ქალი უნდა იყოს მოვლილი.




მამაკაცების გაგებით, ქალის სილამაზე არის სხვადასხვაგვარი, ზოგ შემთხვევაში - კომპლექსური იმიჯი. მათი უმეტესობა გარკვეულ კრიტერიუმებს ანიჭებს უპირატესობას, გარკვეული არაესთეტიკური ნიშნები ქალის გარეგნობაში კი აძლევთ მათ საშუალებას, განიხილონ, როგორც უარყოფითი მხარეები.





image




ალბათ ბევრი თქვენგანი ფიქრობს, რომ მდიდარ მამაკაცებს გარკვეული ტიპის ქალები მოსწონთ. დღევანდელ სტატიაში მინდა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით დაგისახელოთ ქალის ის ტიპები, რომლებიც მდიდარ ან შეძლებულ მამაკაცებს მოსწონთ.



ქალის ტიპები, რომელიც უყვარდებათ მდიდარ მამაკაცებს





❀ მოვლილი ❀image


ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია. მოწესრიგებული, დახვეწილი სტილი, მანიკური, დაუთოებული ტანსაცმელი და მსუბუქი მაკიაჟი ქალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომელიც მდიდარ მამაკაცს შეიძლება მოეწონოს. პლუს გრაციოზულობა.





❀ ჭკვიანი ❀


ადამიანი, რომელმაც ქონება გამოიმუშავა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეიძლება იყოს სულელი. იმიტომ რომ, მას სჭირდება ქალი, რომელიც აუცილებლად სულელი არ იქნება. ასეთ მამაკაცს სჭირდება ის, ვისთანაც შეეძლება საუბარი, გაიაროს კონსულტაცია და ჰქონდეს ჯანსაღი კრიტიკა თუ კამათი.





❀ ზომიერება ❀


ფაქტობრივად, მდიდარი მამაკაცის ქალს ყველაფერში აქვს ზომიერების გრძნობა. ეს ყველაფერში უნდა გამოიხატოს: კოსმეტიკაში, ტანსაცმელში, ქუსლების სიმაღლეში, ენის სიმკვეთრეში და ა, შ... ზოგადად მამაკაცები, განურჩევლად სიმდიდრისა, ძალიან აფასებენ ამ თვისებას ქალებში.





❀ იუმორის გრძნობა ❀image


კარგი იუმორის გრძნობა მაღალი ინტელექტის მაჩვენებელია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჭკვიანი და მდიდარი მამაკაცები ირჩევენ კარგი იუმორის მქონე გოგოებს. გარდა ამისა, კარგად ხუმრობის უნარი ხელს უწყობს ნებისმიერი უხერხული სიტუაციის გამოსწორებას.





❀ მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი ❀


ისტერიკა, ცრემლები, ნერვული აშლილობა - ეს არ არის ის, რამაც შეიძლება მიიზიდოს და მოიგოს მამაკაცის გული. განსაკუთრებით მდიდარი, რომელიც უკვე მუდმივ დაძაბულობაშია დიდი თანხების გამომუშავების გამო.





❀ კარგი მანერები ❀


მანერები მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაღალ საზოგადოებაში, სადაც ყოველი სიტყვა და მოქმედება ნაკარნახევია წესების მიხედვით. ამიტომ, მდიდარი მამაკაცებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, რომ მათ რჩეულებს კარგი აღზრდა და მანერები უნდა ჰქონდეთ აუცილებლად.



2
263
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
263
  
2023, 3 ივლისი, 23:33
ზუსტად შეგირჩევიათ საკუთარი სახელი
2023, 28 ივნისი, 11:27
მეამეა ძვირფასო, მეორედ გიწერ კომენტარს. თვალს გადევნებ და ამ საიტზე სტატიას თუ გავხსნი, რომელიც სასტიკად სექსისტურია, უკვე ვიცი ვინც არის ავტორი-შენ! თუ თავად ქალი ხარ, ძალიან ვწუხვარ, იმიტომ, რომ როგორც ჩანს ქალი შენს თვალში განივთებულია, ანუ შენც შენი თავისთვის ნივთი ხარ და მეტი არაფერი. სამწუხაროა...
0 1 2