x
image
ლურჯი თოლია
ვინ იყვნენ პრინცესა დაიანას შეყვარებულები ?

დაიანა

პრინცესა დაიანას ცხოვრების განმავლობაში ზუსტად რამდენი მეგობარი მამაკაცი ჰყავდა უცნობია, მაგრამ მისი პირადი ურთიერთობების შესახებ მუდმივად ვრცელდება სხვადასსხვა ინფორმაცია.

1. Barry Mannakee

image

როგორც ამბობენ, სამეფო დაცვის ოფიცერი და პრინცესა დაიანა 1987 წელს იყვნენ სასიყვარულო ურთიერთობაში. რამდენიმე თვეში ბარი გარდაიცვალა, რაც პრინცესასთვის " ცხოვრების ყველაზე დიდი დარტყმა" იყო, როგორც თვითონ მოგვიანებით აღიარა.

2. James Hewitt

image

პრინცესას დაცვის ოფიცერთან ურთიერთობა 1988-1991 წლებში ჰქონდა. 1991 წელს ჯეიმსი ომში გაემგზავრა და ასე დასრულდა მათი ურთიერთობა. მასთან რომანი თვითონ დაიანამ დაადასტურა 1995 წლის ინტერვიუში.

3. James Gilbey

image

დაიანას ბავშვობის მეგობარი. პრესამ 1989 წელს მათი სატელეფონო ჩანაწერი მოიპოვა, სადაც ერთმანეთს სასიყვარულო სახელებით მიმართავდნენ, თუმცა ჯეიმსმა უარყო მსგავსი კავშირი დაიანასთან.

4. Oliver Hoare

image

ხელოვნების ნიმუშების გამყიდველი პრინც ჩარლზის მეგობარი იყო და მეუღლესთან ერთად ხშირად სტუმრობდა სასახლეს. მათი ურთიერთობა 1992-1993 წლებში მიმდინარეობდა, მაშინ როცა ორივე დაქორწინებული იყო.

4. Will Carling

image

ბრიტანელ მორაგბესთან დაიანას ურთიერობა 1993-1994 წლებში ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ვილმა უარყო ეს ურთიერთობა, მისმა მაშინდელმა ცოლმა აღიარა რომ მათ მართლაც ჰქონდათ ურთიერთობაში მსგავსი "პრობლემა".

5. Hasnat Khan

image

პაკისტანელი კარდიო ქირურგი და პრინცესა 2 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს 1995- 1997 წლებში. დიანამ მას " ცხოვრების სიყვარული" უწოდა. იგი გააცნო მეგობრებს და თავის ვაჟებსაც. მათი ურთიერთობის პრობლემა მედიის ყურადღება იყო, რასაც ჰასნატმა ვერ გაუძლო.

6. Dodi Al Fayed

image

ეგვიპტელი პროდუსერი დაიანას უკანასკნელი შეყვარებული იყო. წყვილი 1997 წელს რამდენიმე თვე ხვდებოდა და ერთად გარდაიცვალნენ 1997 წლის 31 აგვისტოს ავტოკატასტროფაში.



1
179
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
179
  
2023, 26 ივნისი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1