x
image
ლურჯი თოლია
ფიროსმანის და მარგარიტას ისტორია და მათი ბედი (გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებიდან)

image

-ბიჭო, ეს კაცი რა კაცია? - ეკთხებოდა სოფლელი ქალაქელს.
-არ იცნობ? ეგ კაცი მღებავია, ნიკო ფიროსმანაშვილი.
-პურს მაგითა სჭამს?
-ჰო.ადრე დუქანი ჰქონდა, რძითა ვაჭრობდა. -მართლა? გაკოტრდა?
-არა, ერთ ქალს გადაეყარა.
-ეჰ, ქალს რომ ადამიანი გადაეკიდება...
-თანაც ჩვენებური ქალი კი არ იყო.
-აბა?
-ფრანგი ყოფილა, თანაც მომღერალი.დაიცა, რა ერქვა... სოფლელი გაფაციცებით შეჰყურებდა ნათესავს; ქალაქელი ფიქრობდა.
-სულ ერთი არ არის, რა ერქვა - ვეღარ ითმენდა სოფლლი,
- მერე?
-ჰოდა, ის ქალი ამაყი ყოფილა, არავის იკარებდა. -ვა! ესეც ამაყია, ვერაფერს ეუბნებოდა.
-ეს კაცი, ესა, ამაყია?
-მერე როგორი! მთელიი ქალაქის ბავშები კუდში დასდევენ, დასცინიან, ამასხარავებენ, კენჭებს ესვრიან, მაგრამ...ერთხელაც არ მიატრიალებს თავსა, ისეთი ამაყია საწყალს ხან დუქანში სძინავს, ხანაც კიბის ქვეშ, ძალიან წვალობს...ნახატებს კი ყიდის ხანდდახან, მაგრამ პურის ფული მაინც არ აქვს ხოლმე, სამადლოდ აჭმევენ.
-და მაინც ამაყია?
-ჰო.
-ვაჰ შენი!
-მერე ამან თურმე აიღო და ორი ურემი ყვავილი გაუგზავნა იმ ქალს.
-რამდენი?
-ორი ურემი.
-სად იშოვა კაცო...
-მაშინ ვაჭრობდა.
-მერე იმ ქალმა რა უთხრა? -მერე იმ ქალმა თავისი გული აჩუქა.
-ვაჰ!
-ნეტავი რა ექრვა როგორ დამავიწყდა... -სულერთი არ არის? მაგის გახსეებაში თავი რომ არ შეიწუხო, შენი დარდი აღარ გეყოფა? -არა, მაინც....მერე ერთ მშვენიერ დღეს იმ ქალმა ფეხი დაჰკრა და ჩიტივით გაფრინდა. -ვა, გაფრინდა?
-მაშ.
-ეჰ, ქალს რომ ადამიანი გადეკიდება, მერე ტყუილია.
-ამბობენ, ის ქალი ვიღაცა მდიდარს გაჰყვაო.ამან როცა ეს ამბავი გაიგო, პირველად არცა სჯეროდა.მერე ყველაფერს თავი მიანება, სოფელსაც, სამუშაოსაც, ავისი გულის ბოღმას ახლა ხატვაში ჰკლამს.
-შენ გინახავს?
-მაგის ნახატები?როგორ არ მინახავს, იცი რა გემრიელად ხატვს?
-მაჩვენე რა... წამო, მაგაზე ადვილი რა არი, მაგისი ნახატები დუქანში ჰკიდია.ეს რა კარგი რამე გამახსენე, - უხაროდა ქალაქელს,
- თან თითო ბოთლი ღვინოც დავლიოთ და მაგისი ნახატებიცა ვნახოთ. სწრაფი ნაბიჯით მიდიოდნენ ორთაჭალის ბაღებისაკენ,
-ხო, მართლა! იმ ქალს მადმუაზელ მარგარიტა ერქვა.
-ე, რამოდენა სახელი რქმევია კაცო.

/ გურამ დოჩანაშვილი/

0
85
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0