x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ქმარი ამას არასოდეს გაგიმხელთ - რას მალავენ კაცები?
ალბათ ყველა გოგო ოცნებობს მგზნებარე და წმინდა სიყვარულზე. ზოგს გაუმართლა და მართლა შეხვდა საოცნებო პრინცი, თუმცა ყველა დადებითის მიუხედავად, "ლაქები მზეზე აშკარაა". შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქმარს აქვს თავისი საიდუმლო, რაზეც ცოლთან არ საუბრობს.



image




მოდით, ვნახოდ თუ რისი დამალვა უწევთ მამაკაცებს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის იდეალური იყოს.




ქმარი ამას არასოდეს გაგიმხელთ - რას მალავენ კაცები?




1. შიშები.



შესაძლოა, არ ყოფნიდეს გამბედაობა თქვენთან გულწრფელი საუბრებისთვის და ამჯობინებს, რომ ყველაფერი თავისთვის შეინახოს და არ გაგიზიაროთ. ამის გამო ნუ დაითრგუნებით.



კაცების ფსიქიკა გოგონებისგან განსხვავებით სხვანაირად არის მოწყობილი. ისინი არ არიან ჩვეულნი წუწუნსა და ტირილს. ცდილობენ ქალის თვალში გამოიყურებოდნენ როგორც სუპერ გმირები და არა როგორც მტირალა ბავშვები. თუ რამე აწუხებთ, ცდილობენ თავად მოაგვარონ. ნუ დააძალებთ მათ რაიმეს თქმას და ნუ მოაბეზრებთ ამით თავს, უბრალოდ აგრძნობინეთ, რომ მათ გვერდით ხართ და მზად ხართ გაუგოთ და დაეხმაროთ.






2. წარსული.


კაცების უდიდეს ნაწილს არ უყვარს თავის წარსულზე საუბარი. თუმცა, მიაჩნიათ, რომ რაც უფრო მეტი ქალი არსებობდა მათ ცხოვრებაში, მით წარმატებული და მიმზიდველია ის. სწორედ ამ მიზეზით, უმეტესი მათგანი უფრო ამძაფრებს და აბევრებს ყოფილების სიას. თუმცა, თუ მამაკაცმა გასაგონად თქვა, რომ არ სურს წარსულზე საუბარი და ამის განხილვა, არ შეაწუხოთ კითხვებით. მთავარი ის არის, რომ ახლა ის თქვენს გვერდითაა და უყვარხართ.








3. ფიქრები, აზრები.


კაცებს ყველაზე ნაკლებად უყვართ ჩხუბი და კონფლიქტი, ამიტომ მათი თავიდან აცილების მიზნით ხშირად იტყუებიან. არასოდეს (ხშირ შემთხვევაში) გაგიმხელთ, რომ დედათქვენი უსამართლოა და ხმამაღლა საუბარი უყვარს (პირობითად), თქვენთან კონფლიქტს არჩევს, რომ ტყუილი თქვას ამის თაობაზე.








4. სხვასთან ფლირტი.

image



თქვენს რჩეულს შეუძლია გულწრფელად უყვარდეთ, თუმცა უარი არ თქვას კოლეგასთან ან ვინმე ნაცნობთან ფლირტზე. ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ გადაგიყვარათ, არა, უბრალოდ საკუთარ თავს უმტკიცებს, რომ კვლავ ფორმაშია.



გარეგნული სიძლიერის მიუხედავად, ისინი ძალიან სუსტები არიან. მათ მუდმივად სჭირდებათ ყურადღება და გარშემომყოფების აღფრთოვანება, ამიტომ მსუბუქი ფლირტი მათთვის ჩვეული მოვლენაა. ეჭვიანობის სცენებს ნუ დადგამთ და სკანდალს ნუ მოუწყობთ, უბრალოდ აგრძნობინეთ თუ როგორი ძვირფასია ის თქვენთვის.







5. შემოსავალი.


ყველა კაცს არ მოწონს საკუთარი შემოსავლების კაპიკ-კაპიკ გამჟღავნება. ამიტომ, ნუ მოსთხოვთ ზუსტი ციფრების დასახელებას. ნუ კითხავთ დანახარჯის შესახებ თუ თავის მოვლის რაიმე საშუალება იყიდა ან ახალი სპორტული ჟურნალი გამოიწერა.









6. უცნაურობები.

image



ალბათ ყველას გვაქვს რაღაც უცნაურობები, რომლებსაც უმეტესი ჩვენგანი საიდუმლოდ ინახავს. ვიღაცას მოსწონს ცოლისგან ფარულად რაიმე კომედიური გადაცემის ყურება, ვიღაცას აბაზანაში რეზინის ყვითელი იხვის არსებობა. ნუ დატანჯავ საყვარელ ადამიანს კითხვებით, ყველას აქვს თავისი პატარა საიდუმლო და პირადი სივრცის არსებობის უფლება.








7. განზრახვები, გეგმები.


ამბობენ, რომ "სულის სიღრმე ბნელიაო" და არ შეგვიძლია თუნდაც ძალიან ახლობელი ადამიანების განზრახვებს "ჩავწვდეთ". შეიძლება მამაკაცი ხანგრძლივი დროით იყოს თქვენთან და იმიტომ არა, რომ შვილები და სიყვარული აკავშიებს თქვენთან, უბრალოდ ის თავს კომფორტულად გრძნობს თქვენთან. თუმცა, ვერც ხანგრძლივი ქორწინებისას ხართ დაზღვეული გაოცებისგან. მაგალითად, ქმარი თქვენგან არ წავა მიუხედავად იმისა, რომ გადაგიყვარათ და არ გეტყვით იმას, რომ "გრძნობა გაცივდა და ცალკ-ცალკე ცხოვრების დროა", რადგან იპოთეკის ერთად გადახდა უფრო მარტივია.





0
546
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0