x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ენის და მასზე არსებული ნადების ფერით, 12 დაავადების ამოცნობა შეიძლება...

ენას, ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ, ბევრი რამის მოყოლა შეუძლია. დიაგნოსტიკაში მთელი მიმართულება არსებობს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობას ენის ფორმის, ზომის, ფაქტურის და შეფერილობის მიხედვით აფასებს. ხოლო, აქ წარმოდგენილი ილუსტრაციების საშუალებით, შეგიძლიათ თავად შეაფასოთ საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, ექიმს მიმართოთ.

ენის ნახვა უკეთესია დილით, ბუნებრივად განათებულ გარემოში, გაღვიძებისთანავე, ან საკვების მიღებიდან 1 საათის შემდეგ, რადგან ნადების ფერმა, შეიძლება, ნებისმიერი ზემოქმედების შემთხვევაში, ცვლილება განიცადოს.


ენის ფერი


imageimageimageimageimageimageimageimageimage


ნადების ფერი


ნადების ფერი, შესაძლებელია, ენის ფერისგან განსხვავდებოდეს. თხელი თეთრი ნადები, რომლის მოცილებაც ჯაგრისით ადვილად შეიძლება, ნორმალურად ითვლება. ხოლო სქელი ნადები, უკვე ჯანმრთელობის პრობლემაზე მიუთითებს და რაც უფრო დიდი სისქე, მით უფრო დიდია არსებული პრობლემა, ანუ ღრმად წასულ დაავადებასთან გვაქვს საქმე.


imageimageimageimage


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიაგნოსტირების ვიზუალური მეთოდი, ყოველთვის 100%-იან შედეგს არ იძლევა. ენა, შეიძლება, აგრესიული საკვებით იყოს ტრავმირებული, ასევე, შეიძლება, ჭრილობაში ბაქტერიები მოხვდეს და მისი დროებითი გაღიზიანება გამოიწვიოს — ეს ყველაფერი კი, შინაგანი ორგანოების დაავადებების არსებობის მიზეზი არ არის.
თუ ენის ფერის მიხედვით, რომელიმე დაავადების სიმპტომს აღმოაჩენთ — ნუ იჩქარებთ თვითმკურნალობას. ექიმს მიმართეთ და დიაგნოზი გადაამოწმეთ. მხოლოდ მას შეუძლია საბოლოო დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დანიშვნა.


არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, რომლითაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება შეიძლება. თან, სახლიდან გასვლის გარეშე:

I. აიღეთ ჩვეულებრივი კოვზი და ენის მთელს ზედაპირზე გადაიტარეთ და მთლიანად ნერწყვით დაასველეთ.

II. მოათავსეთ ის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში და განათებულ ადგილზე დადეთ – იქ, სადაც მზის სხივები პირდაპირ ეცემა, ან მაგიდის ლამპის ქვეშ.

III. ერთი წუთის შემდეგ, კოვზი შეამოწმეთ.

თუ კოვზის ზედაპირი სუფთაა და სუნიც არა აქვს – გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ძველეგვიპტური მუმიის რენტგენულმა კვლევამ აჩვენა, რომ... უძველესი მედიცინის საიდუმლოებები

* სამეფო კობრა – 11 საინტერესო ფაქტი ყველაზე შხამიანი გველის შესახებ

* რომელს უფრო მეტად უყვარს პატრონი – ძაღლს, თუ კატას?.. და რატომ?

* თუ მოულოდნელად სტუმარი გეწვიათ... "მაშველი" – ტორტი 1 საათში (უმარტივესი რეცეპტი)



1
70
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
70
  
2023, 26 ივნისი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1