x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
იძულებით შეწყვეტილი როლი ოსკაროსან ფილმ "გლადიატორში", როგორ გარდაიცვალა გლადიატორების მასწავლებელი და პატრონი "პროქსიმო" ფილმის გადაღებისას

image
არა მგონია ვინმე იყოს საქართველოში უიშვიათსი გამონაკლისების გარდა, ვისაც არ უნახავს რიდლი სკოტის 4 ოსკარის მფლობელი ფილმი "გლადიატორი".


თუმცა არა მგონია ბევრმა იცოდეს თუ როგორ გარდაიცვალა ფილმის ერთერთი ცნობილი გმირი, გლადიატორების მეპატრონე და მასწავლებელი "ანტონიო პროქსიმო".

ბრიტანელი მსახიობი ოლივერ რიდი გადაღბულია 54 როლში. მისი კარიერის მთავარი როლი უნდა გამხდარიყო რიდლი სკოტის ფილმი "გლადიატორი", სადაც ოლივერ რიდი გლადიატორების მასწავლებლის და მეპატრონის როლს თამაშობდა, "ამტონიო პროქსიმო" ფილმის მთავარ გმირს, რომის ყოფილ გენერალ მაქსიმუსში ხედავს საკუთარ თავს და მას განსაკუთრებულად ექცევა.

"გლადიატორის" გადასაღებ მოედნამდე მიწვევამდე ოლივერ რიდი 12 წელი არცერთ რეჟისორს არ მიუწვევია გადასაღბ მოედანზე, რადგან ჯანღონით სავსე ოლივერი სასმელს მიეძალა და არავის სურდა ალკოჰოლიკ მსახიობთან თანამშრომლობა. 12 წლიანი იძულებითი შსვნების შემდეგ ის რიდლი სკოტმა მიიწია ფილმში, სადაც მას საკმაოდ მოცულობითი როლი უნდა შეესრულებინა.
ოლივერს ხშირი სმის კვალი აშკარად ეტყობა ფილმში, გრიმმაც კი ვერ დაფარა ალკოჰოლის მოყვარული ადამიანის ხშირი სმისგან შეშუპებული სახე, მაგრამ ოლივერმა შესძლო და გადასაღბ მოედანზე მთვრალი არასდროს გასულა.
სამაგიეროდ მალტაზე ფილმის ნაწილის გადაღებისას ვალეტას ღამის ბარების ხშირი სტუმარი გახდა.


თვითმხილველების თქმით საბედისწერო ღამეს ოლივერმა დალია 3 ბოთლი იამაიკური რომი, 8 ბოთლი გერმანული ლუდი და რამდენიმე სირჩა ვისკი «Famous Grouse». ოლივერის დანახარჯმა იმ ღამეს შადგინა 450 ფუნტი სტერლინგი.


61 წლის ოლივერი ისე შევიდა აზარტში, რომ მკლავჭიდში ახალგაზრდა ამერიკელ სამხედრო მეზღვაურებს აჰყვა, აჰყვა და მიყოლებით ამარცხებდა კიდეც, სანამ სრულიად მოულოდნელად ალკოჰოლის უზარმაზარი რაოდენობის მიღებით გადატვირთულმა გულმა არ უღალატა, ოლივერს გული გაუჩერდა და გაწეული დახმარების მიუხედავად ის გადაიცვალა.



ფილმის იმ ნაწილში, სადაც "პროქსიმოს" ლეგიონერები კლავენ ამბოხებაში მონაწილეობის გამო უკვე არ მონაწილეობდა ოლივერი, რეჟისორმა დუბლიორი გამოიყენა "პროქსიმოს" როლში, სწორედ ამ მიზეზით შეიკვეცა "ანტონიო პროქსიმოს" როლი, რომელიც სცენარის მიხედვით "მაქსიმუსის" საფინალო ბრძოლას უნდა დასწრებოდა.


ბედის ირონიაა ალბათ, 12 წელი ელოდო როლს, მიიღო ის და გარდაიცვალო სწორედ იმის გამო რის გამოც არ გიწვევდნენ როლებში, ასე გარდაიცვალა თავის დროზე ძალიან პერსპექტიული მსახიობი.

image

0
239
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
239