x
image
მამუკა123
გიჟი თავისუფალია
image
- ვინ ხარ?


- გიჟი ვარ!


- რა გქვია? ნამდვილი სახელი მითხარი!


- უბანში გიჟ შალიკოს მეძახიან.




- მაინც რატომ გეძახიან გიჟს?


- ალბათ იმიტომ, რომ ბევრ ჭკვიანურს ვლაპარაკობ.


- გიჟს მაგისთვის გეძახიან?


- ჰო, ალბათ.


- საიდან დაასკვენი?


- გალაკტიონზეც ამბობდნენ გიჟი იყოო და იქიდან.


- გალაკტიონს ედრები, შე კაცო?


- რატომაც არა, ისიც გიჟი იყო და მეც.


- ასეთი ბრძნული შედარება ჯერ არ მომისმენია.


- ალბათ, აქამდე გიჟთან არ გილაპარაკნია და იმიტომ.


- გიჟი და ამდენი სიბრძნე კაცო?


- გიჟებიდან მოდის ყველა სიბრძნე. იესოსაც გიჟს ეძახდნენ.


- ვაა, კაცო, გადავირიე. შენ თუ გიჟი ხარ მაშ მე რაღა ვთქვა?!


- შენ ბრბოს ნაწილი ხარ. შეშინებული ჭკვიანი, რომელსაც დაჭერის შიშით სირაქლემასავით აქვს თავი მიწაში ჩარგული.


-შენ? შენ არ გეშინია?


- მე რისა უნდა მეშინოდეს? გიჟი თავისუფალია."

0
192
3-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0