x
image
მამუკა123
ილონ მასკი პუტინს ორთაბრძოლაში იწვევს

image

ცნობილი მილიარდელი ილონ მასკი ვლადიმერ პუტინს ორთაბრძოლაში იწვევს. ის პოსტს აქვეყნებს თავის "ტვიტერზე", სადაც აღნიშნავს რომ იბრძოლებდა პუტინთან უკრაინის გამო.

image

ილონ მასკის ტვიტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. როდესაც მას ჰკითხეს თუ რა მოხდებოდა თუ ვლადიმერ პუტინი დათანხმებოდა ორთაბრძოლაზე, მან მიუგო რომ ეს მისთვის დიდი პატივი იქნებოდა.


შეგახსენებთ, რომ ილონ რივი მასკი ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორია. SpaceX-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი დიზაინერი, აგრეთვე Tesla, Inc.-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.


ილონ მასკმა შაბათს განაცხადა, რომ მისი კომპანიის სატელიტური მომსახურება უკრაინაში ჩაირთო და SpaceX-ი კიდევ მეტ ტერმინალს გზავნის ქვეყანაში, სადაც ინტერნეტის მუშაობაში წყვეტა გამოიწვია რუსეთის სამხედრო შეჭრამ. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.


0
233
2-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0