x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
საპარლამენტო არჩევნები 2012
image






















პირველ ოქტომბერს საქართველოში საპარლამეტო არჩევნები ჩატარდა. ძირითადი ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართულ ოცნებასა'' და მმართველ პარტია ''ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის გაიმართა.

არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა და "ქართული ოცნების'' გამარჯვებით დასრულდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცახდებით, როგორც მაჟორიტარული ასევე პროპორციული სისტემით ხმათა უმრავლესობა კოალიციამ მოიპოვა, თუმცა ჯერ კიდევ სადაოა რამდენიმე უბნის მონაცემი. ეგზიტპოლისა და ცეესკოს საბოლოო შედეგებს შორის დიდი განსხვავება არ ყოფილა და როგორც ვარაუდობდნენ, მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთა. ქართული ოცნების აქტივისტები გამარჯვებას არჩევნების ღამესვე ზეიმობდნენ.


imageერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებში დამარცხება აღიარა, საარჩევნო კამპანიას დაძაბული, ემოციური და ბინძურიც კი უწოდა, ასევე აღნიშნა, რომ ახალ პარლამენტს უფლებამოსილება ცივილიზებული ფორმით უნდა გადაეცეს. პრეზიდენტმა მადლობა მოუხადა თავის ამომრჩევლებს და იმედი გამოთქვა, რომ მოიხედავად ''ქართული ოცნების'' გამარჯვებისა საქართველოს დემოკრატიული განვითარება არ შეწყდება და ბოლო არ მოეღება იმას, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ წლების მანძილზე შექმნა.

imageარჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებმა: ქრისტიან-დემოკრატებმა, ახალმა მემარჯვენეებმა, ლეიბორისტებმა და დანარჩენებმა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. როგორც ჩანს, ახალი პალამენტი მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებით დაკომპლექტდება.

კოალიცია ''ქართული ოცნების'' გამარჯვების შემდეგ მმართველი პარტია ოფიციალურად გადავიდა ოპოზიციაში. ''ჩვენთვის მიუღებელია კოალიციის იდეოლოგია, მათ ხედვები, ჩვენ შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში გადაწყვეტილებას მოსახლეობის უმრავლება იღებს და ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს, "- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

image ''ქართული ოცნების" გამარჯვება ნაწილობრივ ციხეებთან დაკავშირებულმა სკანდალმა განაპირობა, რის გამოც მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული სისტემის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები დაიწყო.

ბიძინა ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია რა შემადგენლობით შევა კოალიცია ახალ პარლამენტში, მაგრამ აღნიშნა, რომ საქართველოს ძირითადი კურსი არ შეიცვლება, ქვეყანა გააგრძელებს დასავლეთისაკენ სვლას, უარს არ იტყვის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილზე და ამავდროულად ეცდება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას.

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო
მაიკო
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0