x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"ბარაქის ხის" მაგიური და სამკურნალო თვისებები

კრასულა, ჩვენთვის უფრო, მეტად «ფულის, ბარაქის ხის» სახელით არის ცნობილი. ამბობენ, რომ ის ფინანსურ კეთილდღეობას იზიდავს და სწორედ ამ თვისების გამო, მისი ნახვა ბევრ ოჯახში და ოფისშიც კი შეიძლება. მატერიალური კეთილდღეობის გარანტად, მცენარე ჩინელებმა აქციეს (ფენ შუის ფილოსოფიის მიხედვით, ოჯახში, ფინანსურ სახსრებს სწორედ ის იზიდავს). თუმცა იმისთვის, რომ «ბარაქის ხემ» «იმუშაოს», რამდენიმე ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო.


image


ჯერ ერთი, მცენარისთვის სწორი ადგილი უნდა შეირჩეს. მისი ქოთანი ოთახის სამხრეთით ან სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში უნდა იდგას. მეორე – ის ნაჩუქარი ან «მოპარული» უნდა იყოს (რა თქმა უნდა, მთლიანად არა, მხოლოდ ფოთოლი, რომლიდანაც სახლში საკუთარ ხეს გაზრდით). გარდა ამისა, ხის ღეროს წითელი ძაფი უნდა ჰქონდეს შებმული. ფენ შუის მიხედვით, სწორედ წითელი ფერია მატერიალურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი. ხოლო გადარგვის წინ, ქოთანში, მიწის ჩაყრამდე, ფულის მონეტა უნდა მოათავსოთ, რომ შემოსავალი ოჯახის ყველა წევრს გაეზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ მცენარე ძალიან პოპულარულია, მისი ყველა თვისების შესახებ, ბევრისთვის ცნობილი არ არის. კერძოდ ის, რომ კრასულა, რამდენიმე დაავადების, ძალიან ეფექტური წამალია.


მკურნალობა ბარაქის ხით


სხვა წამლებისგან განსხვავებით, ეს მცენარე ყოველთვის ხელთ არის. საჭიროა მხოლოდ იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება:

1. მკურნალობა დაჟეჟილობის და დაჭიმულობის დროს: მცენარეს წვენით დაასველეთ ბინტი და დაიდეთ დაზიანებულ სახსარზე ან კუნთზე. შემდეგ გადააფარეთ სამზარეულოს აპკი და დააფიქსირეთ ბინტით. სახვევი 3 საათში ერთხელ გამოიცვალეთ.

2. მცენარეს ფოთოლი კრაზანის ნაკბენის ტკივილსაც აყუჩებს. ნაკბენზე, გაჭრილი ფოთლის, კბენისთანავე დადების შემთხვევაში, სულ მალე, ტკივილი გაყუჩდება და შესივებაც გაქრება.

3. ანგინის, ყელის ანთების, ტონზილიტის და ფარინგიტის დროს, რეკომენდებულია, დღეში 3-ჯერ, 1/3 ფოთლის დაღეჭვა.

4. თირკმელების ანთების დროს: 1 ჩ. კ. წვრილად დაჭრილ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ წყლის აბაზანაზე, თავდახურულ ჭურჭელში, 15 წუთი. ამის შემდეგ, დააყენეთ 1 სთ. მიღების წესი კი, ასეთია: 1 ს. კ. დღეში 3-ჯერ, საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი, სულ მცირე 10 დღე. კურსის გამეორება 1 კვირის შემდეგ შეიძლება.

5. ხელების ართრიტის დროს, სასარგებლოა მცენარის წვენის შეზელა მტკივნეულ ადგილებში.

6. მას ვისაც ჰემოროი (ბუასილი) აწუხებს, უნდა გარეცხოს მცენარის 4 ფოთოლი, გამოწუროს წვენი და შეურიოს ვაზელინის ზეთს (1:1). მიღებული ნაზავი უნდა წაისვას ბუასილის კვანძებზე, ან მტკივნეულ ადგილებთან, ნაზავით გაჟღენთილი ბამბის ტამპონი, 15-20 წუთი გაიჩეროს . პროცედურის გამეორება დღეში რამდენჯერმეა საჭირო, რომ კვანძი შემცირდეს და ტკივილი გაქრეს.

7. ბარაქის ხის ფოთლებით მკურნალობა, სასარგებლოა კუჭის წყლულის და თორმეტგოჯა ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის შემთხვევაში: ყოველ დილით, უზმოზე, საჭიროა 2 ფოთლის შეჭმა და წყლის დაყოლება. საუზმობა კი, მხოლოდ 1 საათის შემდეგ შეიძლება.

8. ბარაქის ხის ფოთლები კარგად უმკლავდება კოჟრებსა და მცირე ზომის დამწვრობას. დაზიანებულ ადგილზე, ფოთლის რამდენჯერმე დადების (დაიდეთ და სანტევიკით დაიმაგრეთ) შემდეგ, კანის დაზიანებული ქსოვილის სრულად აღდგენა ხდება.


P. S. მიუხედავად იმისა, რომ ბარაქის ხე განსაკუთრებული მოთხოვნილებებით არ გამოირჩევა და ადვილად მოსავლელი მცენარეების კატეგორიას ეკუთვნის, მას მაინც აქვს ბიოლოგიური თავისებურებები, რომლის ცოდნა, საშუალებას მოგვცემს, მცენარისთვის ოპტიმალური პირობები შესაქმნელად. დეტალურად განვიხილოთ, თუ სად არის უკეთესი ქოთნის დადგმა, როგორ უნდა ვიზრუნოთ მასზე და იმ მცირე სირთულეების დაძლევის ხერხებზე, რომელსაც, შეიძლება, ამ კულტურის ზრდის პროცესში წავაწყდეთ. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ამას ყოველ დღე ვერ ნახავთ (25 ფოტო)

* შეჭამეს თუ არა, აბორიგენებმა კუკი? – რეალური ფაქტები დიდი მოგზაურის შესახებ

* არტეფაქტების კვალდაკვალ – ადამიანი დედამიწაზე დინოზავრების გამოჩენამდე ცხოვრობდნენ



2
742
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
742
  
2023, 23 ივნისი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 ივნისი, 9:44
უკუჩვენებები: მიუხედავად იმისა, რომ ფულის ხის სამკურნალო თვისებები მართლაც გასაოცარია, არსებობს გარკვეული გვერდითი მოვლენები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ მის მიღებამდე. ვინაიდან ფოთლები შეიცავს დარიშხანის ნაერთებს, წვენისა და რბილობის უკონტროლო გამოყენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მთლიან ჯანმრთელობაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაუთვალისწინებელი რეაქციების გაჩენა შესაძლებელია მხოლოდ შიდა გამოყენებისას. გარე გამოყენებისას, უარყოფითი ასპექტები არ გამოჩნდა. წვენის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ადამიანი იწყებს ორგანიზმის ინტოქსიკაციას გულისრევის, ღებინების, ფაღარათის და ზოგადი სისუსტის სახით. დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მომზადებული წამლის გამოყენება და მიმართოთ ექიმს. 12 წლამდე ასაკის ბავშვებს ასევე არ არის რეკომენდებული მცენარის რაიმე ფორმით მიცემა, რადგან უცნობია, როგორ რეაგირებს ბავშვის ორგანიზმი შემავალ კომპონენტებზე. სავარაუდოა, რომ მოხდეს ალერგიული რეაქცია ან მოწამვლა. ორსულობა აღიქმება, როგორც კიდევ ერთი უკუჩვენება. ფულის ხის სასარგებლო თვისებები გამოიხატება სხვადასხვა გზით და მიუხედავად დადასტურებული დადებითი ეფექტისა დერმატოლოგიურ პრობლემებზე, სიფრთხილეა საჭირო სახეზე გამონაყარის მკურნალობაში. მცენარის გარეგანი გამოყენება ხელს უწყობს დაავადების მრავალი მიზეზის მოშორებას, მაგრამ ზოგჯერ ასეთი გამონაყარი ჩნდება შინაგანი ორგანოების ან ჰორმონების პრობლემების გამო, შემდეგ კი აქცენტი უნდა გაკეთდეს ინტეგრირებულ მიდგომაზე უფრო სერიოზული და რადიკალური მედიკამენტების გამოყენებით.
0 1 2