x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არტერიული წნევის შემცირება და გულის დაცვა. მეცნიერებმა ჰიპერტონიით დაავადებულებისთვის საუკეთესო ხილი დაასახელეს

ამ გემრიელ საზაფხულო ხილს მეცნიერები ყველაზე სასარგებლოდ მიიჩნევენ მაღალი არტერიული წნევის შემცირების და გულ–სისხლძარღვთა სისტემის დასაცავად.

ეს ხილი კალიუმის (K) შემცველობით არის ჩემპიონი და ასეთი დასკვნაც სწორედ აქედან გამომდინარეობს.


image


კვლევის თანახმად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარგარი არა მარტო ამცირებს არტერიულ წნევას, არამედ, ებრძვის არითმიასაც. გარდა ამისა, გარგარი არის შარმდენი, რაც თირკმლების პათოლოგიით წარმოშობილი ჰიპერტონიის დროს, წნევასაც სწევს ქვემოთ და კიდურების შეშუპებასაც აცხრობს.

მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ გარგრის ჩირი (კურაგა) 5–6–ჯერ მეტ კალიუმს შეიცავს, ვიდრე ახალი სახით. განსაკუთრებით სასარგებლოა კურაგა გულის რითმის დასარეგულირებლად და რა თქმა უნდა, ისევ და ისევ, წნევის დასაწევად.

მეცნიერები გვირჩევენ, რომ ზაფხულში გარგარი მივირთვათ ახალი ხილის სახით, ხოლო ზამთარში, კურაგა აუცილებლად ჩავრთოთ ჩვენს რაციონში.

image

კურაგა, უკვე ხსენებული თვისებების გარდა, დიდი რაოდენობით შეიცავს А ვიტამინს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის არაერთი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.

სასარგებლოა კურაგა მათთვისაც, ვისაც შაქრიანი დიაბეტი, ფარისეებრი ჯირკვლის დაავადება და ჰიპოვიტამინოზი აქვს. ის სასარგებლოა ანემიის და კუჭ-ნაწლავის დაავადების დროსაც.

გარგრის ჩირის სისტემატურად მოხმარების შემთხვევაში, უმჯობესდება მხედველობა და 90 % მცირდება თრომბის და სიმსივნის წარმოქმნის რისკი, კანი დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს ახალგაზრდობას, ხოლო თმა – სიძლიერეს და ბზინვარებას.

კურაგის დღიური ნორმა 12 წლის ზევით, 80–100 გრამია. ხოლო, ბავშვებისთვის – 5 ცალი.

imageimageimageimageimageimageimage






0
589
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
589
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0