x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყაზახებმა გრიგორი ლეპსის კონცერტს ბოიკოტი გამოუცხადეს

image

ქართული წარმოშობის გარუსებული პუტინისტი მომღერალი გრიგორი ლეპსი, რომელიც მხარს უჭერს რუსულ ტერორიზმს უკრაინაში, უკვე მოიმკო თავისავე განცხადების შედეგი. ყაზახეთში მისი კონცერტი გაუქმდა მას შემდეგ, რაც მან პირობა დადო, რომ ოკუპანტებს გადაუხდიდა მილიონი რუბლს ყოველ განადგურებულ "ლეოპარდის" ტანკზე.


ამის შესახებ ყაზახური ვებგვერდი KazTAG-ის ადგილობრივი ჟურნალისტები წერენ. პუტინისტის გამოსვლა ყაზახეთის ქალაქ კონაევში უნდა ჩატარებულიყო.


„კომპანია Makao Luxury Village Resort-მა, რომელმაც თავისი საკონცერტო სივრცე გამოუყო გრიგორი ლეპსის კონცერტის უზრუნველყოფისათვის, გადაწყვიტა ცალმხრივად შეწყვიტოს კონტრაქტი კონცერტის ორგანიზატორებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.



ცხადია, რომ კომპანიაზე ზეწოლა სწორედ ქალაქელებმა მოახდინეს, რომლებიც ნეგატიურად განეწყვნენ არტისტის მიმართ, რადგან Makao Luxury Village Resort-მა თავდაპირველად მიიღო შეთავაზება კონცერტის გამართვის შესახებ.


ჟურნალისტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ხალხის ნეგატიური რეაქცია მის მიერ ბოლოს გაკეთებული განცხადების შემდეგ გაძლიერდა.


შეგახსენებთ, პუტინისტმა ლეპსმა და მისმა კოლეგამ ნიკოლაი ბასკოვმა, რომელიც ასევე მხარს უჭერს ომს, პირობა დადეს რუსებს გადაუხადონ 1 მილიონი რუბლი თითოეული განადგურებული ტანკისთვის.

0
239
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0