x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა მურტალი რამეა სიბერე, ჯეკი ჩანმა ცრემლები ვერ შეიკავა თავისი როლის დანახვაზე

image
სიბერე მურტალი რამეა, როცა იხსენებ შენს ახალგაზრდობას და იხსენებ ბობოქარ ცხოვრებას.
ამ სურათზე კინოს და აღმოსავლული საბრძოლო ხელოვნების ლეგენდა ჯეკი ჩანია, მსახიობი რომელიც თავად დგამდა ტრიუკებს და თავადვე ასრულებდა დუბლიორი-კასკადიორის გარეშე.
ვინ იცის, რამდენჯერ მოიტეხა, ხელი, ნეკნები, მაგრამ არასდროს უთქვამს უარი როლზე ტრავმების მოშუშების შემდეგ. ჯეკი გადაღებულია 114 ფილმში, ამ ფილმების გადაღებისას დაუჯერებელი რაოდენობის სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო, ჯეკი ჩანმა ფილმების გადაღებისას სხვადასხვა სიმძიმის 3000 ტრავმული დაზიანება მიიღო (არ შემშლია, 3000 და არა 300 ან 30), რამდენიმეჯერ ტრავმის გამო მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ჯეკი ჩანმა ყველა ბარიერი გადალახა.

სადღეისოდ ჯეკი ცნობილი ბიზნესმენია, ყველასთვის პატივსაცემი პიროვნება და საქმოსანი, რომელსაც პატიოსან და საქმის მცოდნე ბიზნესმენად იცნობენ ბიზნესის სამყაროში, ყველა ვისაც კი ჰქონია მასთან შეხვედრა.

ჯეკის თქმით საკუთარი ინიციატივით არასდროს უყურებს ფილმებს მისი რეჟისურით და მისი შსრულებით, მაგრამ დასვენების დროს ოჯახის წევრები ურთავენ ფილმებს მისი მონაწილეობით, რააც დაუფარავი ემოციით ხვდება ჯეკი.

ამ ფილმის ნახვაზეც ლეგენდარულ მსახიობს ცრემლები წასკდა, ამ ფილმში მსახიობი საკმაოდ საშიშ ილეთს ასრულებს დუბლიორის გარეშე, ეყობა ახალგაზრდობის გახსენებამ კინოს ლეგენდას ემოციების კონტროლი დააკარგვინა და ჯეკი ჩანმა იტირა.
ვუყურე ამ ვიდეოს და რომ არ დაგიმალოთ მეც ემოცია მომეძალა, რადგან ვხვდები რას განიცდიდა ჯეკი ამ მომენტში.

0
303
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
303