x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134668
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508864
"ქართველი, სადაც გაძღა თავისი სამშობლო იქ ეგონაო"-ამ ქართველ, მაგრამ სულით რუს რუსეთის ნაკრების წევრს მიესადაგება

image
ეს ახალგაზრდა რუსეთის ძიუდოს ნაკრების წევრი იაგო აბულაძეა, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას.

როცა შენი სამშობლოს 20%-ის ოკუპანტი ქვეყნის დროშის ქვეშ ჭიდაობ ეს ცალკე სირცხვილია და ორმაგად სამარცხვინოა როცა ოკუპანტს, რომელიც უდანაშაულო ბავშვებს, ქალებს და ზოგადად სამოქალაქო მოსახლეობას ანადგურებს უკრაინაში მხარი დაუჭირო ბარბაროსობაში.

ცალკე თემაა, ძიუდოს მსოფლიო ფედერაციას სანქცია არ უნდა მოეხსნა რუსეთისათვის და შეჯიბრებებზე, რომ არ უნდა დაეშვა რუსეთის სახელით მოასპარეზე სპორცმენები.

ამის მერე კიდევ ვინმეს მოუბრუნდება ენა, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გავყოთ?
აბულაძეს შეეძლო დაეტოვებინა რუსეთი და ნებისმიერ მისთვის სასურველი ქვეყნის დროშის ქვეშ ეჭიდავა, ოღონდ არა ოკუპანტი და აგრესორი რუსეთის დროშის ქვეშ, ჭიდაობა ჭიდაობად და როცა რუსეთის აგრესიას მხარს დაუჭერ მანდ მთავრდება მისი ქართველობაც, სპორცმენობაც და კაცობაც, რადგან ის ქართველია გვინდა თუ არ გვინდა სახელით და გვარით, მენტალობით კი რუსი რომაა თავისი საქციელით უკვე დაამტკიცა.

მე იაგო აბულაძის საქციელს, "საქართველოს ისტორიაში მომხდარი, კიდევ ერთი სამარცვინო ფურცელი ვუწოდე".

რუსეთში რიაზანის პოლიციის პოლიციელისგან ასეთი საქციელი არ გამკვირვებია, მხოლოდ მეწყინა, ეტყობა "მამლუქი" არ წააკითხეს მშობლებმა თავის დროზე.

0
128
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
128