x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ აყიდინა ქუთაისელმა ებრაელმა მიხეილ ქორქიას 700-დოლარიანი ქურთუკი 150 დოლარად - დავით ყიფიანის მოთხრობილი სახალისო ისტორია
image

18 ივნისი დიდი დავით ყიფიანს 72 წელი შეუსრულდებოდა. დღეს მის სპორტულ კარიერაზე და მიღწევებზე არ ვისუაბრებთ, რადგან ისედაც ბევრი და წერილა და თქმულა, მოგითხრობთ სახალისო ამბავს, რომელიც დავით ყიფიანს და ლეგენდარულ კალათბურთელს მიხეილ ქორქიას გადახდათ 1976 წელს კანადაში, მონრეალის ოლიმპიადაზე.


დავით ყიფიანი:"

„1976 წელია და საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მონრეალის ოლიმპიადაზე ვიმყოფები. ერთ უქმე დღეს ჩვენი კალათბურთის ლეგენდამ, მიხეილ ქორქიამ მითხრა:


– დათო, შენ ინგლისური კარგად იცი. ტყავის „კურტკის“ ყიდვა მინდა და წამომყევიო.

უარს როგორ ვეტყოდი და წავედით. კითხვა-კითხვით ერთ უზარმაზარ სავაჭრო ცენტრს მივადექით. ტყავების განყოფილებაში რომ შევედით, მიხოს ერთი „კურტკა“ მოეწონა, რომელიც ძალიან უხდებოდა, მაგრამ 700 დოლარი ღირდა. მას კი მხოლოდ 200 ჰქონდა. „კურტკა“ საკიდზე დავკიდეთ და დაღონებული გამოვედით სექციიდან. იქვე, ერთი მამაკაცი ტრიალებდა, რომელიც აშკარად ჩვენ გვითვალთვალებდა. მართლაც, გამოვედით თუ არა, მოგვიახლოვდა და გვითხრა:

– ქართველები ხართ, დაგენაცვლეთ?

– კი, ქართველები ვართ, – მივუგეთ ემიგრანტ ქართველ ებრაელს.

– მე ქუთაისელი ვარ. აქ გადმოვსახლდი. „კურტკის“ ყიდვა გინდათ?

– კი, – ვუთხარით ქუთაისელს.

– შვიდასდოლარიანის?

– კი.

– რამდენი გაქვთ ფარა?

– ორასი, – უთხრა მიხომ.

– 150-ად რომ გაყიდინოთ, ორმოცდაათს მომცემთ? – კვლავ გვკითხა ჩვენმა ყოფილმა თანამემამულემ.

– მოგცემთ, – შეჰპირდა მიხეილ ქორქია.

ებრაელი ტყავების სექციაში შეძვრა და რაღაც „წაიჩალიჩა“. შემდეგ კვლავ ჩვენთან მოვიდა და მიხოს უთხრა:

– წადი ახლა და ის „კურტკა“ მაღაზიის დირექტორს მიუტანე და უთხარი, რომ ღილები არ აქვს, შენ კი მისი ყიდვა გინდა. ის შენ ოცდაორ პროცენტში მოგცემს დეფექტის გამო. ღილები კი შიდა ჯიბეში ჩავყარე და სახლში რომ მიხვალ, დააკერებო. მართლაც, მიხეილ ქორქიამ 700-დოლარიანი „კურტკა“ 150 დოლარად იყიდა. 50 დოლარი კი ებრაელს მისცა. ოლიმპიურ სოფელში რომ მივედით, ღილები თავად მიხომ დააკერა და ახალთახალ „კურტკაში“ „გაიზმანა“. საინტერესო კი ისაა, რომ მეორე დღეს მთელი საბჭოთა ოლიმპიური ნაკრები მონრეალის სხვადასხვა მაღაზიას მოედო და მეოთხედ ფასში იყიდეს ძვირფასი პალტოები და ქურთუკები, რომლებსაც ღილები არ ჰქონდა. ასე „გაზმანა“ ქუთაისელი ებრაელის მიერ მოგონილმა ეშმაკობამ საბჭოთა ოლიმპიური ნაკრები“

1
1179
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1179
  
2023, 23 ივნისი, 23:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1