x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
"ვინც მომაწვდის ინფორმაციას, გადავუხდი 5000 ლარს..." - რა მიმართვას ავრცელებს გიორგი გვარჯალაძე

image


მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე, რომელიც თაღლითების მსხვერპლი გახდა, სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და ვინც მისი გატაცებული ტექნიკის ადგილმდებარეობის შესახებ აცნობებს მას სოლიდური თანხის გადახდას ჰპირდება:


"მოკლედ, ხომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემი კამერები მოტყუებით მიითვისეს? ხომ ცხადია, რომ იმათაც გაიგეს ამის შესახებ, ვისაც მიუწვდება ხელი ინფორმაციაზე, თუ სადაა (რომელ ლომბარდშია) ეს კამერები?


ხოდა ასე, დღეს 12 საათამდე ვინც მომაწვდის ინფორმაციას ჩემი ტექნიკის ადგილსამყოფელზე, ეგრევე ქეშად გადავუხდი 5000 ლარს. თუნდაც ანონიმურად.


სერიოზულად, ჩემი გარდაცვლილი შვილის, ლენოს თვალებს ვფიცავ!


P.S. ალბათ ხვდებით, რომ თუ ინფორმაცია არ გაქვთ უბრალოდ უნდა გაავრცელოთ ეს პოსტი...".- წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.

0
239
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
239