x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134658
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508855
"სანამ მეზობლის ან ნათესავის აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი შვილების სურვილები, ჩვენ მოგვიწევს დავმარხოთ 15 წლის თვითმკვლელი გოგონები"-ქეთო პაპუნაშვილი
image

სოციალურ ქსელში ქეთო პაპუნაშვილი ბათუმში 15 წლის გოგონას თვითმკვლელობას ეხმაურება და წერს:


"მანამ სანამ ამ ქვეყანაში საქალწულე აპკი = პატიოსნებას, ჩვენ მოგვიწევს დავმარხოთ 15 წლის თვითმკვლელი გოგონები.


მანამ სანამ სექსუალური განათლება და ზოგადი განათლება არ იქნება სკოლებში სათანადო დონეზე, ჩვენ მოგვიწევს დავმარხოთ 15 წლის თვითმკვლელი გოგონები.



მანამ სანამ მეზობლის ან ნათესავის აზრი უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვიდრე ჩვენი შვილების სურვილები, ჩვენ მოგვიწევს დავმარხოთ 15 წლის თვითმკვლელი გოგონები.


მანამ სანამ ჩვენ შვილებს შეკითხვებზე ვპასუხობთ “გაიზრდები და გაიგებ" ჩვენ მოგვიწევს დავმარხოთ თვითმკვლელი გოგონები.


მანამ სანამ “რელიგია უნდა ისწავლებოდეს სკოლაში აუცილებლად" ჩვენ მოგვიწევს დავმარხოთ თვითმკვლელი გოგონები უზიარებლად.


მანამ სანამ კაცებს “ნახმარი" ქალი ცოლად არ მოგყავთ და საცოლეს ქარხნიდან გამოყვანილ ზიზია მანქანად ან აიფონ პრო ჯანდაბად აღიქვამთ, მანამდე მოგვიწევს დავმარხოთ თვითმკვლელი გოგონები.


მანამ სანამ სექსი მხოლოდ კაცებს და ბოზებს აქვთ კანონიერი ქორწინების ან ჯვრისწერის გარეშე, ჩვენ მოგვიწევს დავმარხოთ თვითმკვლელი გოგონები.


კიდევ ბევრი მიზეზის გამო შეგვიძლია დავმარხოთ გოგონები და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება საკუთარ პატიოსან ოჯახებში."-წერს პაპუნაშვილი.

შეგახსენებთ, ბათუმში 23 წლის ახალგაზრდა კაცი, ადრე ნასამართლევი ლაშა ნინიძე 15 წლის მოზარდზე სისტემატურად სექსუალურად ძალადობდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის უკვე დააკავა.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირს იძულებით ამყარებდა. გოგონამ სისტემატურ მუქარას, შანტაჟსა და დამცირებას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.



მოზარდი მრავალსართულიანი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტა. ის ჯერ მერვე სართულის აივნის სახურავს, შემდეგ კი ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილს დაეცა.


სისხლის სამართლის კოდექსის თვითმკვლელობამდე მიყვანისა (115-ე მუხლი) და 16 წლამდე ასაკის ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში (140-ე მუხლი) ნინიძეს შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა პროკურატურის განცხადებით, გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული ბრალდება დამძიმდეს.

0
280
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0