x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"ხომ არ იცი, ვინ არის ეს ბოზი მარინა-მეთქი? მიპასუხა: დაიკიდე, ჩემი ცოლიაო" - გოგა ბითაძის მოყოლილი სახალისო ისტორია
image

ცნობილი ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე რომელიც ამჟამად აშშ-ში NBA-ის კლუბ "ორლანდო მეჯიკში" თამაშობს, იმ დროინდელ სახალისო ისტორიას იხსენებს, როდესაც მონტენეგროში, კლუბ "ბუდუჩნოსტში" თამაშობდა:



„მონტენეგროს „ბუდუჩნოსტში“ რომ ვთამაშობდი, სერბებთან გვქონდა შეხვედრა. ეს კი ომის მსგავსი დაპირისპირებაა. ასეთ თამაშებზე მოწინააღმდეგე გუნდების ფანები ერთმანეთს ცხვირ-პირს ამტვრევენ – რომ იტყვიან, გამარჯვებისთვის ყველაფერი მოსულა. ორი თამაში სერბეთში ჩავატარეთ და იმათმა ფანებმა გვაგინეს, ორიც – სახლში და აქ უკვე ჩვენმა ფანებმა აგინეს იმათ. მეხუთე, გადამწყვეტ თამაშს კვლავ სერბეთში ვატარებდით. ბელგრადის საკალათბურთო დარბაზი გადაჭედილია და საშინელი, დამთრგუნველი ხმაურია, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, ხულიგანი გულშემატკივრები პარკეტზე გადმოდიან, სიგარეტს ეწევიან და ბურთს არ გვაძლევენ, რომ გავხურდეთ. ერთი სიტყვით, ყველანაირად გვიშლიან ხელს. წესრიგს კი არავინ ამყარებს. იძულებული გავხდით, პროტესტის ნიშნად გასახდელში გავსულიყავით. ცოტა ხნის მერე კი, როდესაც მოედანი „გაასუფთავეს“, პარკეტზე დავბრუნდით და მოთელვა დავიწყეთ. დარბაზში კვლავ ყურისწამღები გნიასია და სერბი გულშემატკივრები გარითმულად ყვირიან ვიღაც ქალზე (ახლა იმისი სახელი არ მახსოვს და მას, პირობითად, მარინა ვუწოდოთ): მარინა ბოზი, მარინა ბოზი, მარინა ბოზი!.. ასე გარითმულად მონტენერგოს პრეზიდენტს აგინებდნენ და ბოზს უწოდებდნენ ხოლმე, მაგრამ აშკარა იყო, რომ ამ შემთხვევაში ეს პრეზიდენტს არ ეხებოდა და ვიღაც ქალს, სახელად მარინას ლანძღავდნენ. ძალიან დამაინტერესა ამ ამბავმა და ჩემი გუნდის ერთ-ერთ ვეტერან კალათბურთელთან მივედი, რომელიც იწელებოდა და ვკითხე:

– ხომ არ იცი, ვინ არის ეს მარინა-მეთქი?


ვეტერანმა ხელი ჩაიქნია და სანამ გაწელვას გააგრძელებდა, მიპასუხა:

– დაიკიდე, მარინა ჩემი ცოლიაო“.

3
597
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
597
  
2023, 16 ივნისი, 10:26
ანუ მაგის ცოლი დიდი ალბათობით სულაც არ იყო ბოზი,მაგრამ მეტოქე გუნდის გულშემატკივარს რაღაცით ხომ უნდა გაეხელებინათ,თან გუნდის გლავარი იყო....რაღა უნდა ექნა? მე მკიდია და შენც დაიკიდეო რა
2023, 15 ივნისი, 18:37
რაიოოოოო
0 1 3