x
image
მამუკა123
მკერდის გადიდება არასტანდარტული მეთოდით – არანაირი ოპერაცია და ფიზიკური დატვირთვა!
image
ბევრი ქალი პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს იმისათვის, რომ მკერდის ფორმა გამოისწოროს. ამ მხრივ მედიცინა უდავოდ წინ მიიწევს.


მაგრამ, მიუხედავად ამისა, არსებობს პლასტიკური ქირურგიის საკმაოდ ჯანმრთელი და ბუნებრივი ალტერნატივა.


იზომეტრიული ვარჯიშები, რომლებსაც სტატიკურებსაც უწოდებენ, იწვევს მკერდის კუნთების დაჭიმვას სახსრებზე სერიოზული ზემოქმედების გარეშე.


ქვემოთ მოცემული მარტივი ვარჯიშების სისტემატურად შესრულების შედეგად სულ მალე თქვენი მკერდი ბევრად მკვრივი და ლამაზი ფორმის გახდება.




თუმცა, იმის გამო, რომ მკერდი სარძევე ჯირკვლებისა და ცხიმოვანი ქსოვილისგან შედგება და არა კუნთებისგან, სტატიკური დატვირთვა მიმართული იქნება მკერდის ქვედა კუნთებისკენ. სწორედ ისინი უნარჩუნებენ მკერდს ლამაზ ფორმას.



იზომეტრიული ვარჯიშები:



ხელისგულების მიტყუპება


დადექით სწორად და ხელისგულები მკერდთან ერთმანეთზე მიატყუპეთ. იდაყვები გაშალეთ განზე, ისე, რომ სწორი კუთხეები მიიღოთ. ახლა მთელი ძალით მიაწექით ხელისგულებს, იმდენად ძლიერად, რამდენადაც შეძლებთ. იგრძნობთ, როგორ დაიჭიმება მკერდის კუნთები. დაჰყავით ამ მდგომარეობაში 5 დათვლა, შემდეგ მოდუნდით 10 წამი და კვლავ გაიმეორეთ. სულ 8-10-ჯერ. თანდათანობით გაზარდეთ აქტიური ფაზა 15 წამამდე.


იდაყვების შეერთება


დადექით სწორად, ზურგი გამართული გაქვთ, მხრები - ჩამოშვებული. დაილაგეთ ხელისგულები თეძოებზე და დაიწყეთ იდაყვების უკან გაწევა, ისე, თითქოს გსურთ, ზურგსუკან ისინი ერთმანეთს შეახოთ. შეასრულეთ მოძრაობა ნელა, რათა იგრძნოთ კუნთების დაჭიმვა. უკან გაწეული იდაყვები გააჩერეთ 15 წამის განმავლობაში, შემდეგ დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ ვარჯიში 8-10-ჯერ.



ციხესიმაგრე


შემდეგი ვარჯიში ხელს უწყობს მკერდის შიდა კუნთების დაჭიმვას. ამ ვარჯიშის შესასრულებლად გადააჯვარედინეთ ხელისგულები ერთმანეთზე და დააფიქსირეთ მკერდის წინ, მხრების სიმაღლზე. ახლა შეეცადეთ, ძლიერად გასწიოთ ხელები ისე, თითქოს გსურთ, დააშოროთ ისინი ერთმანეთს, დაანგრიოთ ხელისგულებით გაკეთებული კოშკი.
დაჰყავით ამ მაქსიმალურად დაჭიმულ მდგომარეობაში 5 წამის განმავლობაში, შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ ვარჯიში 5-8-ჯერ.



კედელზე დაწოლა


დადექით კედლისკენ სახით და ორივე ხელით მიეყრდენით მას, ისე, რომ ხელები მხრების სიმაღლეზე გქონდეთ. მოხარეთ ხელები იდაყვებში და გადაიხარეთ წინ, კედლისკენ. მაქსიმალურად მიაწექით ხელისგულებით კედელს, თითქოს მის დაძვრას ცდილობდეთ.


ასეთი დაწოლით შესანიშნავად მკვრივდება მკერდის კუნთები. დაჰყავით ამ მდგომარეობაში 10 წამი, შემდეგ დაისვენეთ და გაიმეორეთ ვარჯიში 10-ჯერ.



კედელზე უკუღმა დაწოლა


ეს ვარჯიში, მკერდის კუნთების გარდა, მხრებისასაც ამუშავებს. ვარჯიშის შესასრულებლად დადექით კედელთან ზურგით, მჭიდროდ მიეყრდენით მას, ხოლო ხელები დაბლა ჩამოუშვით.


მიაწექით ხელისგულებით კედელს იმდენად ძლიერად, რამდენადაც ამას შეძლებთ. დაჰყავით ამ მდგომარეობაში 5 წამი, შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ 10-ჯერ. ვარჯიშის დროს უნდა იგრძნოთ, როგორ იჭიმება მხრებისა და მკერდის ზედა კუნთები.



აზიდვები ღია კარში


დადექით ღია კარებში, მიეყრდენით ხელისგულებით კარების ჩარჩოს. მოხარეთ იდაყვები და მკერდით წინ გაიზნიქეთ. დაჰყავით ამ მდგომარეობაში 30-35 წამი, შემდეგ დაისვენეთ და გაიმეორეთ ვარჯიში რამდენჯერმე.



იზომეტრიული აზიდვები


ეს ვარჯიში კლასიკური აზიდვების ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ მისი შესრულება ნაწილობრივ მოგიწევთ.



დაწექით აზიდვისთვის საჭირო მდგომარეობაში (გასამარტივებლად ფეხის ტერფების მაგივრად დაეყრდენით მუხლებს). დაუშვით სხეულის ზედა ნაწილი იქამდე, სანამ პრაქტიკულად ცხვირით არ შეეხებით იატაკს და დაჰყავით ამ სტატიკურ მდგომარეობაში 15 წამი. შემდეგ დაისვენეთ და გაიმეორეთ ვარჯიში რამდენჯერმე.



რეკომენდაციები:


კუნთების იზომეტრიული დაჭიმვა ვარჯიშის დროს სისხლის მიწოდებას ანელებს და შესაძლოა, არტერიული წნევის მაღლა აწევა გამოიწვიოს.ქალის მკერდი

0
94
3-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0