x
საქართველოში ევროკავშირის ელჩს "ახალგაზრდობის თანხმობის აქტი" გადასცეს
image


ევროკავშირის საელჩოში "ახალგაზრდობის თანხმობის აქტის" ინიციატორები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. ახალგაზრდებმა ელჩს “ახალგაზრდობის თანხმობის აქტის” ხელმოწერილი ასლი გადასცეს, რომლესაც ხელს ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტები და სხვა წარმატებულმა ახალგაზრდები აწერენ. აქტთან ერთად, ელჩს ახალგაზრდებმა ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების პირველი პირების სახელზე წერილებიც გადასცეს.


“ახალგაზრდობის თანხმობის აქტზე” ხელმოწერით, ქართველი ახალგაზრდები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ამ მოვლენით ისინი საზოგადოებას კონსოლიდაციის იმ ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების გარშემო უჩვენებენ, რასაც ქართული სახელმწიფოებრიობის მომავალი უნდა დაეფუძნოს. ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს და პოზიტიურად აისახება წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.


პროცესი 26 მაისს დაიწყო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში 30-ამდე პირმა, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებმა და სხვა წარმატებულმა ახალგაზრდებმა "ახალგაზრდობის თანხმობის აქტს" მოაწერეს ხელი.



ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით, უნივერსიტეტებსა თუ პროფესიულ სასწავლებლებში. სტუდენტებს კი შესაძლებლობა აქვთ ხელი მოაწერონ თანხმობის აქტს.


პროცესს მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმა. “ახალგაზრდული თანხმობის აქტი” უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა საინიციატივო ჯგუფმა შეიმუშავა.

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0