x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ილონ მასკის კომპანიამ - SpaceX სამსახურში აიყვანა 14 წლის გენიოსი კაირენ კვაზი, რომელსაც უკვე დამთავრებული აქვს უნივერსიტეტი
image
გენიოსი ადამიანები ყოველ საუკუნეში იბადებოდნენ და იბადებიან, მაგრამ ხშირად მათ არ ეძლევათ თავისი ნიჭის გამოყენების საშუალება და ეს ზე ნიჭიერი ადამიანები საზოგადოების რიგით წევრებად რჩებიან მათი ინტელექტის მიუხედავად.


არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ილონ მასკის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ ეძებენ ასეთ ადამიანებს და ასაქმებენ მასკის კომპანიებში.


ერთერთი ასეთი გენიოსი აღმოაჩინა ამჟამად მასკის წარმომადგენელმა, კაირენ კვაზი ილონ მასკის კომპანიის თანამშრომელი გახდა ამ დღეებში, კაირენი მუშაობს "Software Engineer"-ის პოზიციაზე კომპანია " "SpaceX"-ში, "Starlink
-ის განყოფილებაში.


კაირენის "IQ"-ი უკვე 9 წლის ასაკში დედამიწის მცხოვრებლების 99, 9%-ზე მაღალია. კაირენმა 14 წლის ასაკში დაამთავრა სანტა-კლარას უნივერსიტეტი კალიფორნიის შტატში.



ილონ მასკის კომპანიაში მიღებამდე კაირენ კვაზი სტაჟირებას გადიოდა "Intel"-ში და "BlackbirdAI"-ში.

სხვათაშორის კაირენი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა 11 წლის ასაკში. კაირენი შედის პლანეტის ყველაზე ინტელექტუალი ადამიანების იმ კატეგორიაში ვისი "IQ"-ი 99, 9%-ზე მაღალია.

როცა კაირენი სკოლაში სწავლობდა, მესამე კლასში ყოფნისას აღმოაჩინა, რომ მისთვის სასკოლო პროგრამა ძალიან მარტივი იყო, შვილის ნიჭი პედაგოგებზე ადრე მისმა მშობლებმა დააფიქსირეს და ბიჭმა სკოლის ნაცვლად პირდაპირ კოლეჯი დაამთავრა სულ პატარა ასაკში, 14 წლის ასაკში კი უკვე უნივერსიტეტის დიპლომი ეკავა ხელში.

ილონ მასკის კომპანიაში სამსახურში აყვანაზე კაირენი "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

image

0
76
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
76