x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ის 17 წლის განმავლობაში ამანათით აგზავნიდა ბომბებს და სჯეროდა, რომ ამ გზით იბრძოდა კაცობრიობის თავისუფლებისთვის
image

თეოდორ კაჩინსკი, მათემატიკოსი, რომელმაც დაამთავრა ჰარვარდი და მოგვიანებით გახდა ტერორისტი, ცნობილი მეტსახელთ "უნაბომბერი"(Unabomber) გარდაიცვალა ბუტნერში(ჩრდილოეთ კაროლინა)ფედერალური ციხის სამედიცინო ცენტრში.. ამის შესახებ Associated Press-ი ციხეების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელზე, კრისტი ბრეშირსზე დაყრდნობით წერს.


კაჩინსკი 81 წლის იყო. ბრეშირსის თქმით, მამაკაცი 10 ივნისის დილით, თავის საკანში უგონო მდგომარეობაში იპოვეს ჯერჯერობით მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი არ გაცხადებულა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მან თავი მოიკლა.


უნაბომბერმა 17 წლის განმავლობაში, 1978 წლიდან 1995 წლამდე, ფოსტით გააგზავნა 16 ბომბი. მისი სამიზნე იყო უნივერსიტეტები და ავიახაზები. სწორედ ამისთვის მიიღო მან თავისი მეტსახელი ჟურნალისტებისგან: ასოების UN (უნივერსიტეტი), A (ავიახაზები) და სიტყვა bomber-ის კომბინაციით.




უკვე ადრეულ ასაკიდანვე გამოირჩეოდა სხვა ბავშვებს შორის, რადგან ის იყო ვუნდერკინდი. 16 წლის ასაკში ჩაირიცხა ჰარვარდის უნივერსიტეტში, მიიღო ბაკალავრის ხარისხი და მოგვიანებით მიჩიგანის უნივერსიტეტის მათემატიკის დოქტორის ხარისხი. ის 25 წლის ასაკში გახდა ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი, მაგრამ ორი წლის შემდეგ მიატოვა

image

1970/1971 წლებში გადავიდა ლინკოლნში, შტატი მონტანა, ცხოვრობდა ქოხში, სადაც არ იყო ელექტროენერგია და წყალი. იქ მან დაიწყო თვითგადარჩენის უნარების გამომუშავება, რათა გამხდარიყო მომთმენი.


განდეგილმა ერთ დღესაც გადაწყვიტა დამზადებინა თვითნაკეთი ბომბი.

image

1978-1995 წლებში კაჩინსკიმ მთლიანად 16 ბომბის პაკეტი გაუგზავნა უნივერსიტეტებსა და ავიაკომპანიებს. ბომბების აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა.



1995 წლის 24 აპრილს კაჩინსკიმ წერილი გაუგზავნა The New York Times-ს, რომელშიც პირობა დადო, რომ მომავალში „ტერორიზმისგან თავს შეიკავებდა“, თუ New York Times ან Washington Post გამოაქვეყნებენ მის მანიფესტს. თავის ნაშრომში "ინდუსტრიული საზოგადოება და მისი მომავალი" (ასევე მას უწოდებდნენ "Unabomber Manifesto") მან განმარტა, რომ მისი ბომბები იყო უკიდურესი საშუალება, მაგრამ მაინც აუცილებელი, რათა ყურადღება მიექცეს თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში შემცირებულ ადამიანის თავისუფლებას. ტექნოლოგიები, რომლებიც საჭიროებენ ფართომასშტაბიან რეორგანიზებას, რადგან მის ხარჯზე იზღუდება ადამიანის თავისუფლება.


კაჩინსკი FBI-ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სამიზნე იყო. სანამ მისი ვინაობა დადგინდებოდა, FBI-მ გამოიყენა მისთვის მეტსახელი Unabom-ი, მოგვიანებით, პრესის წყალობით, ეს მეტსახელი სიტყვა Unabomber-ად გადაიქცა.


ფედერალულმა ბიურომ ხელი შეუწყო კაჩინსკის "მანიფესტის" გამოქვეყნებას, რის შედეგადაც მისმა ძმამ იცნო კალიგრაფიით (სხვა წყაროების მიხედვით მან სახლში აღმოაჩინა მანიფესტის მსგავსი ჩანაწერები) და აცნობა FBI-ს.


კაჩინსკი დაკავების შემდეგ წარუმატებლად ცდილობდა შეეცვალა ადვოკატები, რომლებიც ცდილობდნენ მიეღწიათ მის შეურაცხადად გამოცხადებას, რათა თავიდან აეცილებინა სიკვდილით დასჯა. როდესაც გაირკვა, რომ მისი შეშლილად ცნობის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, სასამართლომ მიიღო საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თეოდორ კაჩინსკიმ აღიარა დანაშაული და მიესაჯა სამუდამო პატიმრობა პირობითი გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.


ზოგიერთი ანარქისტი -პრიმიტივისტი მწერალი, როგორიცაა ჯონ ზერზანი და ჯონ მური, იცავდნენ მას გარკვეულს ქმედებებს და იდეებს.



უნაბომბერზე გადაღებულია როგორც დოკუმენტური, ასევე მხატვრული ფილმი(Ted K)და სერიალი(Manhunt (2017 TV series)

2
523
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
523
  
2023, 7 ივლისი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 14 ივნისი, 0:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2