x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ეროვნული დროშის მორიგი შეურაცხყოფა, ამჯერად ცნობილი ქართველი ფეხბურთელის საცოლის მხრიდან... შეურაცხყოფილი ვარ ამ საქციელით

image
უსაქმურებმა "კუდები რომ არ გამოაბან" ამისათვის წინასწარ ვიტყვი სათქმელს: ბედნიერებას ვუსურვებ ამ წყვილს, ხვიჩას კი კარიერულ წინსვლას და ბევრად მაღალი კლასის გუნდში თამაშს ვუსურვებ.



შეხედავ, ძალიან თბილი სურათია, ხვიჩა კვარაცხელიას დანიშნული სახელად ნიცა, კოცნის საქმროს. ნებისმიერს გაუთბობს გულს ეს სურათი, მაგრამ ამ სურათზე დავაფიქსირე ისეთი რამ, რამაც ძალიან გამაბრაზა და არც ვმალავ ამ გაბრაზებას.

მოგახსენებთ თუ რამ გამაბრაზა. გამაბრაზა საქართველოს ეროვნული დროშისადმი უდიერმა დამოკიდებულებამ, ეს ქვეყნის, ერის და პირადად ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის შეურაცხყოფაა.


ეს ჩვენი სამშობლოს ეროვნული დროშაა, დროშაა რომელზე ფეხის არდაბიჯებამ გიორგი ანწუხელიძე საქართველოს ეროვნულ გმირად აქცია.


ეს ის დროშა, რომლის ქვეშ ათასობით ქართველი რუს ოკუპანტებს ვებრძოდით 2008 წელს სამაჩაბლოში, უკრაინაში მებრძოლი ქართველები ჯერ ქართული ეროვნული დროშის შევრონს ვიკეთებდით და ვიკეთებთ და მერე უკრაინისას.

ეროვნული დროშა საჯდომზე კი არაა შემოსახვევი, ეროვნული დროშით ემოციის გამოხატვა თუ გინდათ, აწიეთ თავს ზემოთ და ისე გამოხატეთ ნებისმიერმა თქვენი ემოციები იქნება ეს მიტინგებზე თუ დემონსტრაციებზე.

სწორედ აქედან გამომდინარე შეურაცხმყო და გამაბრაზა ამ სურათმა, ხვიჩას ვურჩევ საცოლეს აუხსნას ასე მოქცევა, რომ არ შეიძლება ეროვნული დროშის მიმართ.

ასევე ვურჩევ ახალგაზრდებს, როცა რაიმე სახის მიტინგებში ან დემონსტრაციებში როცა იღებენ მონაწილეობას, ეროვნულ დროშას საჯდომის "გასათბობად" ნუ გამოიყენებთ, აწიეთ თავს ზემოთ გაშლილი დროშა და ამით გამოხატეთ ეროვნული სიმბოლიკისადმი პატივისცემა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წყვილს უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ, მაგრამ ამავე დროს ვურჩევ, მეორედ ასე ნუ მოექცევა ნიცა ეროვნულ დროშას.

0
452
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
452