x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რა NATO-შმატო, გეიროპა და დეგნანის ტრიკო აგიტყდა?!.. დაეგდე რა შენთვის და შეირგე ის სიმდიდრე, რაც ღმერთს უბოძებია!"-ირაკლი ზაქარეიშვილი

image"

ერთი ქვეყანა რომ მეორეს მტრად გადაკიდო და შურისძიება აღუძრა, საჭიროა სმკვდრო-სასიცოცხლო მიზეზი და ამერიკელებმა შექმნეს ეს მიზეზი აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტრაღედიების სახით!..
image

მათ გააყალბეს ისტორია, გაჭირვებით წელში გატეხეს ხალხი და საყოველთაო პროპაგანდის მეშვეობით საქართველო გადააქციეს ანტირუსეთად, სადაც პრიორიტეტულია მხოლოდ ჯარი და პოლიცია, დანარჩენი კი - ქესტუმ!..
მე გეტყვით, თუ რატომ არ უერთდება საქართველო ანტირიუსულ სანქციებს და საომარ მოქმედებებს: ამერიკელებმა ვერ გათვალეს, რომ ომგამოვლილთათვის შიში და მარტო დარჩენის გამოცდილება ასმაგად ოხერია!.. სადაც შიშია, იქ უსათუოდ მოქმედებს თვითგადარჩენის ცხოველური ინსტინქტი!..
საქართველოს რომ არ ჰქონოდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტრაღედიების გამოცდილება, რუსეთის წინააღმდეგ ომი არა უკრაინიდან, არამედ გიჟვრაცუების საქართველოდან დაიწყებოდა და ასეც მომხდარა არაერთგზის!..
image

რაც შეეხება თავისუფლებას - წლების განმავლობაში გაცნობილ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი მარტო რომ დატოვო ბატონისა და მათრახის გარეშე, მას მყისიერად ჩაერთვება თვითგათახსირების რეჟიმი და ბოლოს თავის თავს მოკლავს საარაკო მოკვდინებით!..
image

აღმაშენებლსაც და თამარსაც, მხოლოდ მათრახის საშუალებით ჰყავდათ პარიადკაში გიჟვრაცუა ქართველები!.. ადრე სად იყო რუსეთი, სამაგიეროდ იყო ერთმორწმუნეთა ბურჯი - ბიზანტია!.. ჰოდა აი იმ ბიზანტიას გავეშებით ებრძოდნენ ქართველები ვენეციელთა თუ ურჯულო მეზობელთა მიერ ქრთამმიცემულნი!.. ბოლოს რა გამოვიდა?!.. დაემხო ბიზანტია და დაიშალა ეთთიანი საქართველო, დაიქცა და გაპარტახდა ქვეყანა!.. როდესაც გაჭირვებამ გურჯებს სახე მაგრად აახია - ნათესავებს იტაცებდნენ და გასაყიდად გაჰყავდათ ბაღდადისა თუ ეგვიპტის ბაზრებზე!..
აბა გაიხსენეთ, გიჟვრაცუათა დასაოკებლად როგორ ჩამოასახლა დავითმა ყივჩაღები!..
image

რუსეთმა საქართველოს სულზე მოუსწრო ბოლო მეფის, გიორგი მეთორმეტეს თხოვნით!.. წაიკითხეთ რუსეთის იმპერატორის მანიფესტი სადაც წერია - "გაქრობის პირას მისული უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ქართველები ერთმანეთის დახოცვას არ ჯერდებით და უცხოტომელებს ეპატიჟებით ერთმანეთის ასაოხრებლად!.. მიუხედავად წარმოუდგენელი ძალისხმევისა, თქვენს დასაშოშმინებლად ვერა გავაწყვეთ რაო!.."
image

რუსმა წამოგიყვანა, დაგბანა, იარები მოგიშუშა, გამოგაძღო, გაგამრავლა, გასწავლა, აგაყვავა, პირველობა მოგცა, ხოლო როცა გაუჭირდა, უკანალი უჩვენე და მის მტრებს შეეკარი!..
ასეთია შიშველი სიმართლე, რომელიც მწარეა და არავის უნდა!..
image

– __________
განა თანამედროვე საქართველო რა არის?!.. 300 ოჯახი ჭამს და სამი მილიონი მშიერი მიჩერებია "სლავა უკრაინეს" ჯღავილით!... ეს ხდება ქვეყანაში, რომელსაც თავისი რესურსებით შეუძლია 27 მილიონი ადამიანის გამოკვება ყოველგვარი იმპორტ-ექსპორტის გარეშე!.. აქ გაზიც არის და ნავთობიც, ოქროც და სხვა წიაღისეულიც, მთელი მენდელეევის სისტემაა!.. რა გინდა სულო და გულო - ზღვა, კურორტები, ჰაერი, წყალი და ყველა პირობა ბედნიერი ცხოვრებისათვის!.. მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც მშიერი და უბედურია!.. მაინტერესებს, ეს ოჯახმოდუდღნულები როდის ცხოვრობდნენ "ევროპის ოჯახში" - სულხან-საბას დროს თუ პარიჟანკას ბაბუის ხანაში?!.. სად მიდიხარ, სად მიეთრევი, ვის რად უნდიხარ ან რისთვის ეპატიჟები?!.. რა NATO-შმატო, გეიროპა და დეგნანის ტრიკო აგიტყდა?!.. დაეგდე რა შენთვის და შეირგე ის სიმდიდრე, რაც ღმერთს უბოძებია!.. რას უჩხიკინებ ჯოხს უკანალში დათვს, რა გახვანცალებს, რად უყეფავ, არ გიტყდება ამერიკის ჩიხუახუას როლში ყოფნა?!.. ბოლობოლო, გლობალისტების ერთიციცქნა ტიკი-ტომარა ხარ და ტვინს თუ ძალიან გაღუნავ, ის დათვი ერთი დაკვრით გაგბდღვნის და არც არავინ დაგეხმარება!.."-წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი.
1
516
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
516
  
2023, 8 ივნისი, 16:33
ცოტა ხმამაღლაა დაწერილი, თორემ ისე იკითხება!
0 1 1